სტრესი (რაც გასული წლის მანძილზე უხვად გვხვდა წილად), ჰორმონალური დისბალანსი, ორგანიზმში რკინის ნაკლებობა და ა.შ. ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც შესაძლოა თმის ცვენა გამოიწვიოს. ზაფხული კი ამ კუთხით არც თუ ისე სახარბიელო პერიოდია, რადგან ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ოდენობა თმას კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს.
თმის ცვენის შესაჩერებლად რამდენიმე გარემოების გათვალისწინებაა აუცილებელი. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორია თქვენი დღის რაციონი. იმისათვის, რომ თქვენმა თმამ საჭირო ვიტამინები მიიღოს, აუცილებლად უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები. რაც შეეხება გარეგან დახმარებას - გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც თქვენი თმის ძირებს გააჯანსაღებს. The Diary ამჯერად GPC-ის სააფთიაქო ქსელის ექსკლუზიური ბრენდის - PHYTO-ს ორ bestseller-ს წარგიდგენთ.
ფიტონოვატრიქსი - თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი
ფიტონოვატრიქსი ზრდის დამაჩქარებელი და გამაჯანსაღებელი საშუალება. ფიტონოვატრიქსის შამპუნი თავისი მცენარეული შემადგენლობით ებრძვის თმის ცვენას, აჯანსაღებს თმის ღერს, მატებს მოცულობას და აუმჯობესებს თმის ამოსვლის პროცესს. გუარანას ექსტრაქტი თმას ძალას მატებს, წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი კი თმის ღერს დამცავ ფენად ეკვრის და მოცულობას მატებს. ცხენისწაბლას ნაყენი კი აჯანსაღებს თმას, შედეგად კი შესამჩნევად ძლიერ თმის ღერსა და ბზინვარებას ვიღებთ.
PHYTO NOVATHRIX - SHAMPOO
ფიტონოვატრიქსის ამპულა - თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის დამაჩქარებელი, ახალი თმის ამომყვანი საშუალება.
ფიტონოვატრიქსის ამპულის 99% მცენარეული, ნატურალური ფორმულაა. ნიახურის თესლის ექსტრაქტი ხელს უწყობს თმის ცვენის ტელოგენური ფაზიდან ანაგენის ფაზაში გადასვლას და ზრდის თმას. ყაყაჩოს ექსტრაქტი ამაგრებს და აჯანსაღებს თმის ღერს, ბაიკალის კუდის ექსტრაქტი კი თმის ცვენას აფერხებს. ფიტონოვატრიქსის ამპულის Globularia Cordifolia მცენარეთა ღეროვანი უჯრედები აჯანსაღებს ახალ ამოსულ თმის ღერს და აუმჯობესებს მის ხარისხს.
ამპულის მოხმარების შემდეგ თმა 79%-ით ძლიერი და 78%-ით ნაკლებად მტვრევადია. ამპულას აპლიკატორიც მოჰყვება, რომლის საშუალებითაც სკალპზე პროდუქტის გადანაწილება ხდება. პროდუქტის თავზე გადანაწილების შემდეგ, თმა უნდა დაივარცხნოთ, ხოლო პროცესი კვირაში 3-ჯერ, სამი თვის განმავლობაში უნდა გავიმეოროთ.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.