ტრადიციულად, წელიწადის ამ დროს google-ის სისტემაში ყველაზე ხშირად “საუკეთესო საჩუქრები” იძებნება. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ მეორე ნახევარს კარგად იცნობთ, მისი ინტერესებიც გეცოდინებათ. მთავარია შესაფერისი საჩუქარი თქვენს მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მოძებნოთ. თუმცა, ჩვენც წაგეშველებით!
The Diary-ის რედაქცია ამჯერად მეგობარი მამაკაცისთვის, ან ზოგადად, მამაკაცისთვის top 6 საჩუქრის პრემიუმ და ბიუჯეტურ ვერსიებს წარმოგიდგენთ.
1. ხელთათმანები
აქსესუარის შერჩევა მამაკაცისთვის ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის, თუმცა ხელთათმანი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სტილის, თუ ინტერესების განურჩევლად, სუსხიან ზამთარში თითქმის ყველა მამაკაცი ატარებს.
თუ თქვენი მეორე ნახევარი მოდის ტრენდების მიმდევარია, ამ არჩევანს ორმაგად დაგიფასებთ. დიდი ზომის ყურსასმენები გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. თუმცა, ახალ წელს საჩუქრად ყურსასმენების მიღება მათაც კი გაუხარდებათ, ვინც თვლის, რომ შავი ფერის სამოსის გარდა, მამაკაცი არაფერს უნდა იცვამდეს. If you know what I mean?!
ტექნიკის განყოფილებიდან მცირე ზომის, უსადენო დინამიკებიც ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ბოლოს და ბოლოს, ვის არ უყვარს საღამოს ჭიქა ღვინით ხელში მუსიკის მოსმენა?!
თქვენი მეორე ნახევრის საყვარელი სურნელი აუცილებლად გეცოდინებათ, თუმცა არც ახალი არომატის მოსინჯვა იქნება ურიგო. მეტიც, თქვენს მიერ შერჩეული სურნელით საყვარელ მამაკაცს სასურველი მესიჯიც შეგიძლიათ გადასცეთ.
დემნა გვასალიამ GUCCI-ს ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. დებიუტისთვის ქართველმა დიზაინერმა კოლექცია La Famiglia შექმნა, რომელიც მილანის მოდის კვირეულის წინ, ლუქბუქის სახით გამოქვეყნდა. ფილმის პერსონაჟების ინსპირაციით კი, იტალიურმა ბრენდმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Tiger გადაიღო.
გაიგეთ ყველაფერი მოდის ბრენდის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე თბილისში. TheDiary School x GG Academy-ის კურსი გასწავლის სოციალური მედიის სტრატეგიებს, ფოტო-ვიდეო კამპანიების დაგეგმვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტებს. სტაჟირება და დასაქმების შესაძლებლობა პარტნიორ კომპანიებში.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ახალი ნამუშევრები ისტორიულ და თანამედროვე მოდიას შორის დიალოგს ქმნიდა, სადაც დიზაინერი კლასიკურ ხელწერას თამამ სილუეტებთან აერთიანებდა.