როგორც წესია, სიყვარულის დღე ბევრი საინტერესო იდეის დასაბამი ბუნებრივად იქცევა ხოლმე, არც კარს მომდგარი 14 თებერვალია გამონაკლისი. ვალენტინობის დღის აღსანიშნად, თბილისის ახალი გასტრონომიული გამოცდილება CHICOS-ს და სილამაზის სალონი INTOVIEW გაერთიანდნენ და მაგიური კოლებორაცია გამოაცხვეს.
ეთერი - შეფ-მზარეული
თანამშრომლობის მიზანი იყო CHICOS-ს, საკუთარი გუნდის წევრების მიმართ პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება გამოეხატა.
ნათია - მიმტანი
INTOVIEW-ის დახმარებით, CHICOS-ის გუნდის წევრებმა, შეფ-მზარეულისთ დაწყებული, მიმტანებით, დასუფთავების პერსონალითა და მენეჯერებით დამთავრებული, სრული ვიზუალური გარდასახვა მიიღეს. კოლაბორაციის მისია იყო CHICOS-ის თანამშრომლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, იმ ადამიანების ინდივიდუალურობისა და ბუნებრივი ხიბლის ხაზგასმა, რომლებსაც ხშირად უნიფორმის მიღმა ვხედავთ ხოლმე.
გიორგი - მზარეული
INTOVIEW-ის პროფესიონალი გუნდის წევრების დამსახურებით ჩანაფიქრი რეალობად იქცა და გარდასახვაც შედგა. მიღებული შედეგის აღსაბეჭდად რესტორნის სივრცეში ფოტოგადაღებაც მოეწყო, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეულმა მოდის ფოტოგრაფმა ჟენია ფილატოვამ აღბეჭდა კამერაზე.
უნიკალური პროექტის ვიზუალები რამდენიმე საათის წინ CHICOS-სა და INTOVIEW-ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. The Diary კი რამდენიმე უცნობ ფოტოსურათსაც წარმოგიდგენთ:
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.