#მოდა

CHANEL CRUISE 2027: მეთიუ ბლაზის მზით გაჟღენთილი შოუ

გაზიარება:

ახლა ერთადერთი რაც გვჭირდება ზაფხულის შვებულებაა, გარუჯულ სხეულზე ნიავივით მსუბუქი სამოსი, Chanel-ის ნახევარ-ფეხსაცმელი და NOT A SINGLE THOUGHT IN MIND. სწორედ ამ კოლექტიური სურვილით აივსო მოდის სამყარო მეთიუ ბლაზის სადებიუტო კრუიზ კოლექციის ნახვის შემდეგ, რომელიც ზღვის სამყაროთი, განსაკუთრებით კი ქალთევზებით იყო შთაგონებული.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი

ბლაზიმ პარიზისგან შორს, ბიარიცში წაგვიყვანა, იქ, სადაც გაბრიელ შანელი და მე-20 საუკუნის ფრანგი არტისტები პარიზის ქაოსისგან ისვენებდნენ. სწორედ ბიარიცში დაებადა შანელს იდეა თავისი კუტურის სახლი გაეხსნა და მოდის სამყაროს ჩარჩოებისგან გათავისუფლებას შეუდგა. შოუს მსვლელობისას გარემო ცოცხალი საუნდტრეკით იყო გაჯერებული. მოდელები ლუქებს ტალღების რიტმული პულსაციის, თოლიების ყივილისა და ზღვის არსებების ხმების ფონზე წარადგენდნენ.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი

მიუხედავად იმისა, რომ ბლაზი აქამდე ნაკლებად იყენებდა შანელის ლეგენდარულ ლოგოს, 2027 წლის საკრუიზო კოლექციაში „ორმაგი C“ აშკარად დომინირებს. ლოგო არაერთ სამოსზე ვიხილეთ, მათ შორის მოდის სახლის ამბასადორის, ბჰავიტა მანდავას ქვედაბოლოსა და პიჯაკზე, ნაქსოვ პოლოებსა თუ სვიტერების საყელოებზე.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი, naked shoes Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი, ფეხსაცმელი, ჩანთა, shoes, bag

კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი კი ვინტაჟური საცურაო ქუდები აღმოჩნდა. ახლოდან დათვალიერებისას კოლექცია ზღვის ეკოსისტემას ემსგავსებოდა: ყურზე მჭიდროდ მომდგარი ნიჟარის საყურეები ისე გამოიყურებოდა, თითქოს მოდელებს ზღვის ხმას ჩასჩურჩულებდნენ.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი

დიზაინის ნაწილი იყო ბადისებრი ქსოვილები, სამკაულებზე გადატანილი ლაყუჩების მოტივები და ეკლიანი თავსაბურავები, რომლებიც ზღვის შხამიან ზღარბებს მოგვაგონებდა. ამ ყველაფერს მოდელების თევზებისთვის დამახასიათებელი წამწამებიც ემატებოდა. 

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი

პოდიუმზე დაბრუნდა გაზეთის პრინტიც, რომელიც ქართველმა მოდელმა, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანმა წარადგინა. ეს გრაფიკული ენერგია საბოლოოდ მბზინავ ფინალში გადაიზარდა. ტრადიციული მძიმე ტვიდის ნაცვლად, ბლაზიმ აქცენტი სეკინებსა და ბრჭყვიალა ფაქტურებზე გააკეთა. მარჯნისფერი, ოქროსფერი და ზურმუხტისფერი ტონები მოდელებს უფსკრულის მისტიკურ არსებებად აქცევდა.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი, ნასტასია ლეგრან ბაბლუანი

კოლექციას პირველი რიგებიდან ცნობილი სახეები ადევნებდნენ თვალს. A$AP Rocky ვარდისფერი ჩანთით გამოჩნდა, მის გვერდით კი ნიკოლ კიდმანი, სოფია კოპოლა და მარიონ კოტიარი ისხდნენ.

Chanel, Cruise 2026, collection, შანელი, კრუიზ კოლექცია, მეთიუ ბლაზი, ASAP Rocky

საბოლოოდ მივიღეთ კოლექცია, რომელიც მოძრაობისა და თავისუფლების შეგრძნებას ქმნის და ისე როგორც ბავშვობაში, ქალთევზად ყოფნას გვანდომებს. 

ბიარიცში მოდის სახლმა ერთგვარი საზაფხულო „პრევიუ“ მოგვიწყო, თავად ბრენდმა კი საკუთარი სული ხელახლა აღმოაჩინა.

ჩვენების დასასრულს დინამიკებიდან თოლიების ყივილი ისმოდა, რომელსაც ფონად ლეონარდო დიკაპრიოს ციტატა გასდევდა ფილმიდან The Beach.

ზევით