ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
ქალაქი, რომელშიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ, ჩვენს ესთეტიკურ აღქმას უხმოდ აყალიბებს. თბილისი ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებული, ცოცხალი ორგანიზმია - ქალაქი, სადაც ძველი აივნების ხის ორნამენტები, ევროპული არტ-ნუვოს ფასადები და თანამედროვე მინიმალიზმი ენაცვლება ერთმანეთს.
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია. იტალიური ოსტატობით შექმნილი ფორმები არასდროს არის გადატვირთული - ისინი ზუსტად იმ დოზით იპყრობენ ყურადღებას, რაც თანამედროვე, დინამიკურ ქალს სჭირდება.

“ბოლო წლებია განსაკუთრებით ვრწმუნდები იმაში, რომ თბილისის არქიტექტურა ნამდვილად არის მოდის ინსპირაცია” - ლიკა ქორქია
იტალიური საიუველირო სახლი, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, "Made in Italy" ხარისხისა და ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გამოხატულებაა. ყველაფერი ტონინო ბოკადამოს ხედვით დაიწყო - ექცია ბუნებრივი ქვები და ლითონი ყოველდღიურ ხელოვნებად.
![]() |
![]() |
განსაკუთრებით საინტერესოა Boccadamo-ს მრავალწლიანი, მჭიდრო კოლაბორაცია Swarovski International-თან, რამაც კოლექციებს სრულიად ახალი ბზინვარება და არქიტექტურული სიზუსტე შესძინა.
![]() |
![]() |
“რამდენადაც მრავალფეროვანია თბილისის არქიტექტურა, იმდენად გაძლევს ეს მრავალფეროვნება იმის საშუალებას, რომ შენი ინდივიდუალური სტილიც მას აუწყო. სამოსი, ტექსტურები და, რაც ყველაზე მთავარია, სამკაული - ეს ის დეტალებია, რომლებმაც ესთეტიკური კავშირი უნდა შექმნან შენსა და გარემოს შორის” - ლიკა ქორქია
Boccadamo ხელმისაწვდომი ფუფუნებაა, რომელიც თანამედროვე ქალისთვის და მისი ინდივიდუალიზმის გამოსახატადაა შექმნილი.

„შენი ჩაცმულობა და სამკაული გარემოსთან სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს. ცნობილი იტალიური ბრენდი - Boccadamo სწორედ ასეთივე მრავალფეროვანია. იგი ძალიან უხდება თითქმის ყველა სივრცეს.“ - ლიკა ქორქია
![]() |
![]() |
Boccadamo-ს კოლექციები ქართულ ბაზარზე Delfos-ის მაღაზიებშია წარმოდგენილი.