რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
აკნის შემდგომი თუ მზის სხივებისგან მიღებული ლაქები ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ვინც მას თვალი გაუსწორა, დაგვეთანხმება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ის - ამ პრობლემის გადაჭრა არც ისე მარტივი საქმეა.
პოსტ-ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რაც სპეციალურად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელ პროდუქტებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. საბედნიეროდ, მსგავსი პროდუქტები სილამაზის სამყაროში დიდი რაოდენობით მოიძებნება, მათ უმრავლესობაში ვიტამინი C და ნიაცინამიდის ტანდემი ასრულებს გამაბრწყინებელ ეფექტს, პროდუქტების უმრავლესობაში მტავარ ინგრედიენტად რეტინოლს შევხვდებით, ნაწილში კი ჰიდროქინონს. ბუნებრივია, სამკურნალო საშუალებების სიმრავლემ დილემის წინაშე დაგვაყენა.
იმის გასაგებად, თუ რომელი საშუალებები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას პირნათლად, წარმოგიდგენთ The Diary-ს სილამაზის რედაქტორის რჩეულ საშუალებებს.
Vinoperfect
Rapid Tone Repair
Facial Radiance Niacinamide Dark Spot Serum
Dark Spots No More Triple Acid Spot Minimizing Concentrate