გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.
Layering
რამდენიმე ფენა ტანსაცმლის ჩაცმა გაზაფხულზე ძალიან კარგი არჩევანია. ქუჩის სტილში განსაკუთრებით გავრცელებული პერანგისა და ნაქსოვი ჟილეტის, ან მოკლე მაისურისა და პერანგის კომბინაციაა. დამატებით თუ საწვიმარ ლაბადას, ან პიჯაკს მოიცვამთ, ერთდროულად ცივი და მზიანი დღისთვის იქნებით მზად.
2024 მოდის ინდუსტრიაში ექსპერიმენტებისა და გამბედაობის წელია. ქუჩის ჩაცმულობაში ფერად დეტალებს ხშირად შეხვდებით, რომლებიც მთლიან look-ს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. გაზაფხულზე თან თბილად და მოდურად ჩაცმაში წელწინდები და ფერადი წინდები დაგეხმარებათ. ისინი თამამად შეგვიძლია შევუხამოთ ღია ლოფერებსა და მერი ჯეინებს.
გრძელი შორტები
ე.წ. Bermuda Shorts-ს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა “აითემი” 2024 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი ტრენდად მაინც რჩება. კოლექციებში უკვე გამოჩნდა მაღალი, თუ საშუალო, ტყავის, ნაჭრისა და ჯინსის შორტები. ეს სამოსი კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაციის ელფერს ატარებს და განსხვავებული სტილის მქონე ადამიანების გემოვნებას ერგება.
ასიმეტრიული ტანსაცმელი, განსაკუთრებით მაისურები და ე.წ. ბოდეები კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც ხელების თბილად შენარჩუნება, თუმცა კანის გარკვეული ნაწილის გამოჩენა გვსურს. ეს კი კომფორტული, მოკრძალებული და ამასთანავე სექსუალური look-ის შექმნაში გვეხმარება.
Miu Miu-მ, Gucci-მ და სხვა ბრენდებმა, 90-იანი წლების გრძელი, სხეულზე მომდგარი ქვედაბოლო თითქმის უცვლელი დიზაინით დააბრუნეს. ამ უკანასკნელის შეძენა თქვენთვის კომფორტული დიზაინითა და ქსოვილის მიხედვით შეგიძლიათ. არჩევანი უსაზღვროა, დაწყებული ტყავითა თუ ჯინსით და აბრეშუმით დამთავრებული.
ენდული ფერების რიგებში შეხვდებით ნარინჯისფერს, ღია ცისფერსა და მუქ წითელს. ასევე, ჩვენი სტილის გაუმჯობესებისთვის, მოდის სახლები დიდი, განსაკუთრებული ქამრებისა და ბევრი აქსესუარის გამოყენებას გვირჩევენ. ინსპირაციისთვის კი ყოველთვის შეგვიძლია მიმდინარე პერიოდის IT გოგონების, მაგალითად ბელა ჰადიდის, სოფია რიჩისა, თუ ზენდეიას ინსტაგრამ გვერდებს მივაკითხოთ.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.