2025 წლამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბევრი თქვენგანი თადარიგს დაიჭერდა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს უკვე მოიმარაგებდა, თუმცა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ წინასადღესასწაულო ორომტრიალშია ჩართული, საქმის გამარტივებას მაინც შევეცდებით და The Diary-ის რედაქციის მიერ, საგულდაგულოდ შედგენილ gift guide-ს წარმოგიდგენთ.
Delfy - დეკორატიული კოსმეტიკა
თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებელია, Delfy-ის კატალოგში სასურველ ნივთებს მარტივად შეარჩევთ. ამჯერად ჩვენს რჩეულ ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომელშიც ორი კოსმეტიკური პროდუქტი: სახის მბზინავი შიმერი და ორმაგი ჰაილაითერი შედის.
თუ სამკაულის შერჩევას ფიქრობდით, HER Store-ის საახალწლო კოლექციას აუცილებლად უნდა გადაავლოთ თვალი. ბრენდის სასაჩუქრე ბოქსების გარდა, საყვარელი ადამიანისთვის ცალკეული ნივთების შერჩევაც შეგიძლიათ. ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი კი ტიტანის მოოქროვილი მწვანე ბეჭედია.
თავის მოვლის საშუალებები არასდროსაა ზედმეტი, მითუმეტეს, თუ საჩუქრის ადრესატის კანის ტიპიც იცით. ჩვენი რედაქცია ამჯერად რეკომენდაციას შვეიცარიული ბრენდის - Weleda-ს პროდუქციას უწევს, რომელიც სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს აერთიანებს და სასაჩუქრე ნაკრების შედგენაც საკუთარი სურვილის მიხედვით შეგეძლებათ.
WELEDA - ნუშის ინტენსიური დამამშვიდებელი სახის კრემი
ახალი წლის საჩუქრების ტოპ ხუთეულში საათი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში TI’ME-ის კატალოგში გადაგამისამართებთ, სადაც ცნობილი საერთაშორისო ბრენდების საათების ყველაზე დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ამჯერად კი მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ქალზე მორგებული კონცეფციით შექმნილ, ამერიკულ ბრენდს - VANNA-ს შეგახსენებთ, რომლის პრემიუმ კლასის საათებიც ნებისმიერი გემოვნების ადრესატს გაახარებს.
და ბოლოს, მათთვის, ვინც მოდის ტენდენციებს აქტიურად ადევნებს თვალს, სამოსის შერჩევაც თამამად შეიძლება. ჩვენ კი ქართული ბრენდის - Meraki-ის კოლექციების დათვალიერებას გირჩევთ, სადაც სამოსთან ერთად ფეხსაცმლისა და ჩანთების შერჩევაცაა შესაძლებელი.
დემნა გვასალიამ GUCCI-ს ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. დებიუტისთვის ქართველმა დიზაინერმა კოლექცია La Famiglia შექმნა, რომელიც მილანის მოდის კვირეულის წინ, ლუქბუქის სახით გამოქვეყნდა. ფილმის პერსონაჟების ინსპირაციით კი, იტალიურმა ბრენდმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Tiger გადაიღო.
გაიგეთ ყველაფერი მოდის ბრენდის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე თბილისში. TheDiary School x GG Academy-ის კურსი გასწავლის სოციალური მედიის სტრატეგიებს, ფოტო-ვიდეო კამპანიების დაგეგმვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტებს. სტაჟირება და დასაქმების შესაძლებლობა პარტნიორ კომპანიებში.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ახალი ნამუშევრები ისტორიულ და თანამედროვე მოდიას შორის დიალოგს ქმნიდა, სადაც დიზაინერი კლასიკურ ხელწერას თამამ სილუეტებთან აერთიანებდა.