3 ივნისს, დედაენის ბაღში Extreme Fest Tbilisi ბრუნდება
#სპორტი3 ივნისს, დედაენის ბაღი კიდევ ერთხელ გაუღებს კარს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს! Extreme Fest Tbilisi ადრენალინის მოყვარულებისთვის ახალი ღონისძიებით ბრუნდება.
3 ივნისს, დედაენის ბაღი კიდევ ერთხელ გაუღებს კარს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს! Extreme Fest Tbilisi ადრენალინის მოყვარულებისთვის ახალი ღონისძიებით ბრუნდება.
2007 წლელს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო-ირლანდიის მატჩმა ქართულ რაგბს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გულშემატკივარი შესძინა. თანაც როგორი გულშემატკივარი?! მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, წელს რაგბის მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს. კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის სამზადისში მოლოდინებს ნიკა The Diary-ის მკითხველს ექსკლუზიურად უზიარებს.
ანიმაციური სერიალის „სხვა ლეველის ოდისეის“ შემქმნელებისგან - „Სხვა ლეველის ფლიპი“, ანუ ძალიან მაგარი ივენთი დედაენის ბაღში, სადაც სკეიტბორდით უნდა მოხვიდე, რამდენიმე ილეთი გააკეთო და შინ საჩუქრებით დახუნძლული წახვიდე!
მონაკოს პრინცესა შარლენისთვის, პრინცესას ტიტული ერთ-ერთია იმ შთამბეჭდავ ტიტულთა შორის, რომლითაც მას მსოფლიო იცნობს. ოლიმპიურმა მედალოსანმა ცურვაში, წლების წინ პირადად იზრუნა იმაზე, რომ სამეფო ვალდებულებებს შორის, მისი სახელი სპორტთან, მის განვითარებასთან და ახალგაზრდების წახალისებასთანაც ყოფილიყო დაკავშირებული.
1973 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბილი ჯინ კინგმა ჩობურთის ისტორია ხელახლა დაწერა, როდესაც ყოფილი ჩოგბურთელის ბობი რიგსის გამოწვევა მიიღო „სქესთა ბრძოლაში“ და სწორედ ის მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ ქალთა თამაში ახლოსაც ვერ მივიდოდა კაცების თამაშთან, სამ სეტში, ანგარიშით: 6:4, 6:3, 6:3 დაამარცხა.
დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.
შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, Tbilisi Extreme Fest-ის ორგანიზატორები X-Mas Street Jam-ს Cash for Tricks ფორმატში დაგვიბრუნდებიან.
უელსის ნაკრებმა, საქართველოსგან მადლობის ნიშნად გორის გოგონათა გუნდის მიერ შესრულებული Calon Lân-ის ვიდეოგზავნილი მიიღო. Calon Lân უელსის ეროვნული ჰიმნი გახლავთ, რომელიც გორის გოგონათა გუნდმა სულ რაღაც 3 დღეში, Youtube-დან ისწავლა და სრულყოფილად შეასრულა.
მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ. ბევრი ვიცადეთ, თუ ცოტა, გასულ წლებში მიძინებული რაგბის გულშემატკივრებისთვის ბორჯღალოსნების “დიდი დაბრუნება” წლევანდელ ზაფხულში შედგა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრულიად ერი და ბერი ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” შეყარა და არც მეტი, არც ნაკლები იტალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:19 დაამარცხა.
29 ოქტომბერს, დედაენის პარკში, პირველად საქართველოში და კავკასიის მასშტაბით, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში ფარგლებში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა დისცილინის სპორტემენებმა მიიღეს, გამოცდილმა მსაჯებმა კი, საქართველოს 4 საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინეს სკეიტბორდის (skateboard), ბიემიქსის (bmx), როლერ სპორტისა და (roller sport) და სკუტერის (scooter) მიმართულებით.