ნიკა კვეკვესკირი - ერთიანი საქართველოს სიმბოლო
#სპორტი26 მარტს, დინამო არენაზე სუნთქვაშეკრული, ფეხზე მდგომი საქართველო ერთი კაცის, ნიკა კვეკვესკირის სახით იდგა მოედანზე და გოლის გასატანად ემზადებოდა. კარში გასულმა ბურთმა ისტორიული გამარჯვების სურნელი დააყენა გარშემო. აფხაზეთმა თბილისის მოედანზე ის გოლი გაიტანა, რომელიც ქვეყანას ევროპაში წაიყვანს.