ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის გამარჯვებულია
#სპორტიქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ კიდევ ერთი ტურნირი ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა - ეკომ და მისმა რუმინელმა მეწყვილემ, ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე/კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:1 11:9 დაამარცხეს და წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) გამარჯვებულად მოგვევლინენ.