Kryolan - ვიზაჟისტების რჩეული პროფესიონალური მაკიაჟის ხაზი
#სილამაზეKryolan არის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც 70 წელზე მეტია ამარაგებს კინოს, ტელევიზიის, თეატრის, სილამაზის, მოდის, სხეულის მოხატვისა და სპეც.ეფექტების სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 18000-ზე მეტ კოსმეტიკურ ნაწარმსა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც მოწონებული და აღიარებულია არა მხოლოდ ვიზაჟისტების, არამედ მომხმარებლების მიერ მსოფლიოს გარშემო.