ავღანელი ქალის წერილი ქაბულიდან: „მომიწევს დავწვა ყველაფერი, რასაც მივაღწიე“
#პოლიტიკაკვირა დილა იყო, უნივერსიტეტისკენ ლექციაზე მივდიოდი, როდესაც ქალთა ჯგუფი შემომხვდა საერთო საცხოვრებლიდან. ვკითხე მათ რა ხდებოდა, მათ კი მიპასუხეს, რომ პოლიცია მათ ევაკუაციას ახორციელებდა, რადგან თალიბები ქაბულში შემოვიდნენ და ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ყველა ქალს, რომელსაც ბურქა არ ეცმეოდა.