გრეის უივერის ექსპოზიცია „11 ქალი“
#მხატვრობაფიგურაცია და აბსტრაქცია თანაედროვე ამერიკელი მხატვრის გრეის უივერის ხელწერის განუყოფელი ნაწილია. გრეისის თითოეული ნამუშევარი ხანგრძლივი დაკვირვებისა და ხშირად თანაგრძნობის ნაყოფია, უივერი შეისწავლის ადამიანებს, მათ ბუნებას, ფსიქოლოგიას და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჩენს თითოეულ მათგანს კუთვნილ ადგილს მოლბერტზე.