„დიალოგის ძიებაში“ - ექსპერიმენტული სახელოვნებო იდეა გალერეა ვერეში
#მხატვრობა15 ივნისს, 20 საათზე, გალერეა ვერე ექსპერიმენტულ სახელოვნებო იდეას - „დიალოგის ძიებაში“ უმასპინძლებს. პროექტი განაზოგადებს მხატვრული გამოსახვის ფორმებს და მხარს უჭერს ორი ხელოვანის - თამუნა მელიქიშვილისა და არჩილ თაბაგარის - შემოქმედებით ძიებებს.