The Grand Budapest Hotel-ის მომაჯადოებელი ლოკაციები
#მოგზაურობაThe Grand Budapest Hotel ვეს ანდერსონის შემოქმედებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქმნილებაა, რომელმაც გამოსვლის დღიდან - დღემდე, საშუალება მოგვცა, დროდადრო რეჟისორის გონებაში შექმნილ წარმოსახვით სამყაროში ჩავკარგულიყავით და ზუბროვკას რესპუბლიკის ნოსტალგიური, რთული სამყაროს დინებისთვის მიგვედევნებინა თვალი, რომელიც არა მხოლოდ მე-20 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემურ ისტორიას ასახავს, არამედ La Belle Epoque-ის ექოსაც წარმოადგენს.