ოდა ვაჟა-ფშაველას
#ლიტერატურადღეს, დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ვაჟა-ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) დაბადებიდან 161 წელი შესრულდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ დღეს მოევლინა სამყაროს ქართველი გენიოსი, რომელმაც თავისი განუმეორებელი პოემებით, მოთხრობებით, ფილოსოფიური ნარკვევებით, პიესებითა და პუბლიცისტური წერილებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და განვითარების საქმეში.