„მარო“ - 19 თებერვალს სალომე ბენიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
#ლიტერატურა19 თებერვალს, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეს, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, სალომე ბენიძის ახალი წიგნის „მაროს“ წარდგენაა დაგეგმილი. საქართველოს ისტორია წარმოუდგენელია მაროს – ამ მარადიული გოგოს გარეშე, მას და მის ეპოქას კი კიდევ უფრო ცოცხალს ქმნის სალომე ბენიძე თავის ტექსტში, რომელსაც ამ გამორჩეულ წიგნში, თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციებით იხილავთ.