თენგიზ აბულაძის „მონანიება“ კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება
#კულტურათენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოშედევრად აღიარებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე „კანის კლასიკის“ სექციაში იქნება წარმოდგენილი.