კინო

Extraction 2-ში კრის ჰემსვორთის ეკრანული მეწყვილეები ქართველი მსახიობები იქნებიან

Extraction 2-ში კრის ჰემსვორთის ეკრანული მეწყვილეები ქართველი მსახიობები იქნებიან

თინა დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და დათო ბახტაძე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილთან ერთად Netflix-ის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2-ში მიიღებენ მონაწილეობას და ცნობილი ავსტრალიელი მსახიობის კრის ჰემსვორთის ეკრანულ მეწყვილეებად მოგვევლინებიან.

რიდლი სკოტის ახალი ფილმი ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრებაზე მოგვიყვება

რიდლი სკოტის ახალი ფილმი ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრებაზე მოგვიყვება

2020 წელს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რიდლი სკოტი და ხოაკინ ფენიქსი ახალი ისტორიული დრამისთვის გაერთიანდებოდნენ. კოლაბორაციამ ყველას 2000 წელს ორი ლეგენდის გაერთიანებით შექმნილი Gladiator გაახსენა, რომელმაც როგორც რეჟისორს, აგრეთვე მსახიობებს საქვეყნო აღიარება მოუტანა. ამჯერად რიდლი სკოტი, საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების შესახებ მოგვიყვება.

ოსკარი 2022: გამარჯვებულები და საღამოს ტრიუმფატორები

ოსკარი 2022: გამარჯვებულები და საღამოს ტრიუმფატორები

„სიყვარული სიგიჟეების კეთებას გაიძულებს“ - განაცხადა უილ სმიტმა, 20-წლიან სამსახიობო კარიერაში პირველი ოსკარის მიღების შემდეგ და ეს სიტყვები აკადემიის პრიზების დაჯილდოების ცერემონიაზეც დაამტკიცა, როდესაც სრულიად მოულოდნელად წამყვან კრის როკს მეუღლის ხუმრობისთვის სილა მილიონობით მაყურებლის წინაშე გააწნა.

10 სერიალი ძლიერ ქალებზე, რომლის ნახვასაც გირჩევთ

10 სერიალი ძლიერ ქალებზე, რომლის ნახვასაც გირჩევთ

ჩვენ, ყოველთვის ისეთი ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ძიების პროცესში ვართ, რომლებიც გაგვაძლიერებენ, განგვანათლებენ და შთაგვაგონებენ. ვეძებთ გამოგონილ თუ რეალურ ისტორიებს ქალებზე, რომლებმაც დაამსხვრიეს სტერეოტიპები, გადააბიჯეს სტიგმებს, შეცვალეს რეალობა და იბრძოლეს ხმამაღლა...

HBO-მ And Just Like That-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა

HBO-მ And Just Like That-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა

ახლა უკვე ოფიციალურად,  HBO Max-მა გასულ ღამეს დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სერიალის Sex and the City-ს სექუელი And Just Like That, რომელიც არც ორიგინალის მსგავსი პოპულარობით და არც აღიარებით არ სარგებლობს, მე-2 სეზონით გაგრძელდება.

The First Lady: სერიალი აშშ-ის 3 პირველი ლედის პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ

The First Lady: სერიალი აშშ-ის 3 პირველი ლედის პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ

ისტორიული დრამის მოყვარულებისთვის, მნიშვნელოვანი თარიღი მოახლოვდა და ჩვენც ერთი სული გვაქვს, თვალი შევავლოთ Showtime-ის ახალ პროექტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამი პირველი ლედის: ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

10 ადამიანი დაუნის სინდრომით, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

10 ადამიანი დაუნის სინდრომით, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

არ არსებობს ქვეყნად რამე, რისი გაკეთებაც დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანებს არ შეუძლიათ, ისინი ამაში ყოველდღიურად გვაწმუნებენ. ქრომოსომული გენეტიკური ცვლილების მქონე ადამიანები ანგრევენ ბარიერებს, რომლებიც საზოგადოებამ მათ წინ ოდესღაც ააშენა, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და საოცარი წარმატებიც გვევლინებიან ხელოვნებაში, მოდასა თუ სპორტის სახეობებში.

Crossroads-ის რეჟისორი: „ეს იყო მოსაყოლი ისტორია ბრიტნიზე და ჩვენ ის მოვყევით”

Crossroads-ის რეჟისორი: „ეს იყო მოსაყოლი ისტორია ბრიტნიზე და ჩვენ ის მოვყევით”

20 წლის წინ, 2002 წლის 15 თებერვალს, ბრიტნი სპირსის მონაწილეობით ფილმი Crossroads გამოვიდა. სენსაციად ქცეული პოპ მომღერლისთვის ეს სამსახიობო კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, ამასთანავე, ფილმის იდეის ავტორიც თავად ბრიტნი გახლდათ.

BAFTA 2022: ბრიტანული კინოაკადემია უკრაინის მხარდასაჭერად

BAFTA 2022: ბრიტანული კინოაკადემია უკრაინის მხარდასაჭერად

გასულ ღამეს, ლონდონში, ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის დაჯილდოების რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონია უცვლელ ლოკაციაზე, Royal Albert Hall-ში გაიმართა. Bafta Film Awards ასევე ცნობილს, როგორც დიდი კინოდაჯილდოების Oscars-ის მოსამზადებელ რეპეტიცია, ამ წელს მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა მისაწოდებელი - სოლიდარობის გზავნილი.

ენ ჰეთეუეი და ჯარედ ლეტო ახალ მინისერიალში WeWork-ის ისტორიას გვიამბობენ

ენ ჰეთეუეი და ჯარედ ლეტო ახალ მინისერიალში WeWork-ის ისტორიას გვიამბობენ

ოსკაროსანი მსახიობები ენ ჰეთეუეი და ჯარედ ლეტო, ახალი მინისერიალით Apple TV-ზე სულ მალე მოგვევლინებიან. სიყვარულის ისტორიის მონაწილე მსახიობები, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპის ეპიცენტრში იმყოფებიან და WeWork-ის აღმავლობისა და დაცემის შესახებ გვიამბობენ.

ზევით