რიზ უიზერსპუნის რანჩო ლოს-ანჯელესში
#დეკორისახლის ეზო, რომელიც 1923 წელს აშენდა, შვიდ ჰექტარზე განლაგებული და მოიცავს საცურაო აუზს, ბეღელს, საჯინიბოსა და სტუმრებისთვის გათვლილ კოტეჯებს.
სახლის ეზო, რომელიც 1923 წელს აშენდა, შვიდ ჰექტარზე განლაგებული და მოიცავს საცურაო აუზს, ბეღელს, საჯინიბოსა და სტუმრებისთვის გათვლილ კოტეჯებს.
ცნობილმა დიზაინერმა გაბრიელა კოკო შანელმა თავისი პირველი ქუდების მაღაზია, 1910 წელს პარიზის გულში 21 Rue Cambon-ში გახსნა, 8 წლის შემდეგ კი მახლობელ შენობაში 31 Rue Cambon-ში დაიდო ბინა, მას შემდეგ ეს შენობა ისევე როგორც მისი რჩეული აპარტამენტი მთავარ როლს ასრულებდა კოკოს შემოქმედებაში და სამუდამოდ დაუკავშირდა შანელის უკვდავ სახელს.
სოციალური მედიის ნამდვილ ფენომენს, 21 წლის ემა ჩამბერლინს, მრავლისმომცველ პორტფოლიოში მოყვარული ინტერიერის დიზაინერიც შეუძლია დაამატოს. Proem Studio-ს დიზაინერებთან: ეშლი დროსტთან და მარი ტროჰმანთან კოლაბორაციით, ემამ ლოს-ანჯელესის ზღაპრული სახლი მოაწყო და Architectural Digest-ს მისი გადაღების ნებაც დართო.
ფრენკ ლოიდ რაითი, ბევრისთვის ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებული აქტირექტორი, გასული საუკუნის ყველაზე გავლენიან შექმომედად არის მიჩნეული. პრერიის სტილის არქიტექტურის ფუძემდებელმა ამერიკელმა არქიტექტორმა შეიმუშავა ორგანული სტილი, რომელიც ეფუძნება ადამიანების ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიაში ცხოვრების ფილოსოფიას.
ფრანგულ დიზაინერულ ფირმას Pinto-ს დიდი ადგილი უკავია მოდის ისტორიაში: მისი გარდაცვლილი დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი ალბერტო პინტო, იუბერ დე ჟივანშისა და ივ სენ ლორანის ახლო მეგობარი იყო.
ზაჰა ჰადიდი - არაბული წარმომავლობის ბრიტანელი დიზაინერი და არქიტექტორი, პირველი ქალი, რომელმაც Pritzker Architecture Prize-ის ჯილდო დაიმსახურა, მრუდის დედოფალი, რომელმაც არქიტექტურული გეომეტრია სრულად გაათავისუფლა და მას ახალი გამომსახველობითი იდენტობა მიანიჭა.
პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შვილებთან ერთად საცხოვრებელი შეიცვალეს, კემბრიჯელები ამიერიდან დიდი უინძორის პარკის სამკვიდროში ადელაიდის კოტეჯში დაიდებენ ბინას, უინძორის სასახლიდან სულ რაღაც 10 წუთის მოშორებით მდებარე კოტეჯს დიდი და საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს, ინტრიგებითა და საიდუმლოებებით სავსე.
უელსის პრინცესას - პრინცესა დაიანას, ყველანი მოდის საკულტო ფიგურად ვიცნობთ, მისი დახვეწილი და განუმეორებელი გემოვნების წყალობით ლედი დიმ მარადიული სტილის სიმბოლოს სტატუსი მარტივად მოიპოვა, თუმცა პრინცესა დაიანას უნიკალური გემოვნება ინტერიერის საკითხებში საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
სად შეიძლება ვეძებოთ ინტერიერის დიზაინის ყველაზე შთამაგონებელი და სრულყოფილი იდეები, თუ არა მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი სასტუმროების ინტერიერის დიზაინის შემოქმედებთან? დღეს, ყველაზე კრეატიული გონების, ინდივიდუალური ხედვისა და უნიკალური გემოვნების დიზაინერების 8 შემოქმედებას გაგაცნობთ.
სრულყოფილი სიმეტრია, მდიდრული ინტერიერი და მრავალფეროვანი ფერთა გამა, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავს ანდერსონის სათქმელს, Grand Budapest Hotel-ში წითელი და მეწამული ფერებით, Moonrise Kingdom-ში კი პასტელური გამით, რეჟისორის ხელწერის ნაწილს წარმოადგენს.