კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან
#ცნობილებიუკვე ოფიციალურად: სტორმი ვებსტერი უფროსი და იქნება! კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი მეორე ბავშვს ელოდება. სიახლე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდებში გავრცელდა, თუმცა კაილიმ ოჯახის მატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა, Instagram-ის ემოციური პოსტის საშუალებით გაგვიზიარა.