სიახლეები

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან

უკვე ოფიციალურად: სტორმი ვებსტერი უფროსი და იქნება! კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი მეორე ბავშვს ელოდება. სიახლე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდებში გავრცელდა, თუმცა კაილიმ ოჯახის მატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა, Instagram-ის ემოციური პოსტის საშუალებით გაგვიზიარა.

ლილი კოლინსი და ჩარლი მაკდაუელი დაქორწინდნენ

ლილი კოლინსი და ჩარლი მაკდაუელი დაქორწინდნენ

Emily in Paris-ის მსახიობი ლილი კოლინსი და მისი ერთადერთი და განუმეორებელი რჩეული ჩარლი მაკდაუელი, კოლორადოში გასულ უქმეებზე საიდუმლოდ დაქორწრინდნენ. თუმცა, საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაციას თავად ლილი Instagram-ის მეშვეობით გვამცნობს და თვალისმომჭრელ საქორწინო ფოტოებსაც გვიზიარებს.

ბიონსე 40 წლისაა და საკუთარი თავის სიყვარულს მხოლოდ ახლა სწავლობს

ბიონსე 40 წლისაა და საკუთარი თავის სიყვარულს მხოლოდ ახლა სწავლობს

ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი ბიონსე ჯისელ კარტერი, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც ბიონსე დღეს 40 წლის გახდა და ამ სიმბოლური თარიღის, ცხოვრებისეული ცვლილებების, ქალიშვილის აღზრდისა და საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებ საჯაროდ Harper's Bazaar-თან ალაპარაკდა.

CARTIER-ის ელჩი - ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

CARTIER-ის ელჩი - ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

ხატია, რიგით 78-ე კინოფესტივალის გახსნის დღეს ფილმ Madres Paralelas გლამურულ ხალიჩაზე გამოჩნდა და შავ კაბაში გამოწყობილმა Cartier-ის სამკაულებითა და მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი მაკიაჟით გაიბრწყინა. ხატია ბუნიათიშვილი, სამკაულებისა და საათების წამყვანი ფრანგული ბრენდის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა და ბრენდის სახელით პირველი დიდი გამოჩენითაც გაგვანებივრა.

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი - ახალი მოდური წყვილი ნიუ-იორკში

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი - ახალი მოდური წყვილი ნიუ-იორკში

ცხელ ზაფხულ ახალი რომანის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც გვეგონა, რომ სეზონი სიახლის გარეშე მიილია, ტაბლოიდებში სიახლე გამოჩნდა, რომელიც ზოი კრავიცისა და ჩენინგ ტატუმის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ გვაუწყებდა. სულ რაღაც ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მითქმა-მოთქმა რეალობად ქცეულიყო და ჩვენც ახალი და საოცრად მოდური წყვილის თვითმხილველნი გავხდით.

ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co.-ს წარმომადგენლების ამპლუაში

ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co.-ს წარმომადგენლების ამპლუაში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი - ბიონსე და ჯეი ზი, ამ ზაფხულს, ლეგენდარული ბრენდის Tiffany & Co.-ს წარმომადგენლები გახდნენ და ძალიან მალე ბრენდის ამბასადორების ამპლუაში პირველი სარეკლამო კამპანიის  About Love-ის კადრები შემოგვთავაზეს.

ანჯელინა ჯოლი ავღანელი გოგოს წერილს გვიზიარებს

ანჯელინა ჯოლი ავღანელი გოგოს წერილს გვიზიარებს

დღეიდან, შეგიძლიათ Instagram-ზე ანჯელინა ჯოლის გამომწერი გახდეთ, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი სოციალურ პლატფორმას ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყურადღების გასაძლიერებლად შეუერთდა და ერთ ღამეში დაგროვებული რეკორდული გამომწერების რაოდენობით, ეს ნამდვილად მოახერხა.

როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან

როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან

როზი ჰანთინგთონ-უაითლის და ჯეისონ სტეთჰემის ოჯახი იზრდება, სუპერმოდელმა Instagram პლატფორმა და სარკეში გადაღებული თვითფოტოები სიახლის მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებლად გამოიყენა - როზი და ჯეისონი მეორე შვილს ელოდებიან.

სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა

სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა

36 წლის მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა, მას და მის მეუღლეს კოლინ ჯოსტს კი პირველი საერთო შვილი შეეძინათ. კოლინმა სიახლის გასაზიარებლად Instagram-ის პლატფორმა გამოიყენა და მეგობრებსა თუ გამომწერებს ოჯახის ახალი წევრის სქესი და სახელიც გაუმხილა.

სასექსის ჰერცოგებმა „მყიფე სამყაროს“ შესახებ ისაუბრეს

სასექსის ჰერცოგებმა „მყიფე სამყაროს“ შესახებ ისაუბრეს

გასულ დღეს, 36 პრინცმა ჰარიმ, რომელიც სამხედრო სამსახურს ავღანეთში გადიოდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პოლიტიკურ კრიზისზე კომენტარი ორჯერ გააკეთა. თავდაპირველად პრიცმა  Invictus Games-ის პლატფორმა გამოიყენა და ავღანეთის ომის ვეტერანებს მიმართა, მოგვიანებით კი მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად გამოაქვეყნა ტექსტი მათ საერთო საქველმოქმედო პლატფორმაზე.

ზევით