„საბა“ 2023: წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის გამარჯვებულები ცნობილია
#ლიტერატურა2023 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები კი ჟიურიმ 10 ნომინაციაში გამოავლინა. ჯილდო წლის საუკეთესო რომანისთვის ივა ფეზუაშვილსა და ზაზა ბურჭულაძეს გადაეცათ.
2023 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები კი ჟიურიმ 10 ნომინაციაში გამოავლინა. ჯილდო წლის საუკეთესო რომანისთვის ივა ფეზუაშვილსა და ზაზა ბურჭულაძეს გადაეცათ.
შესაძლოა ამ ფილმების უმეტესობა უკვე ზეპირად იცოდეთ, მაგრამ პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს 10 ფილმი შემოდგომის სეზონს ისე უხდება, როგორც ჩაის თაფლი და ლიმონი, ან სუსხიან საღამოს გემრიელი გლინტვაინი.
გერმანიაში მოღვაწე ქართველ მწერალ ნინო ხარატიშვილს ფრანკფურტში, ჯილდო „ქალაქის მწერალი“ გადაეცა, რომლის ფარგლებშიც ის ფრანკფურტში იცხოვრებს და ახალ წიგნზე იმუშავებს! აღსანიშნავია, რომ ჯილდო „მიიჩნეულია ყველაზე პრესტიჟულ ქალაქის მწერალის ჯილდოდ გერმანულენოვან ქვეყნებში“.
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ჭადრაკის ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრები დღეს, 17:00 და 20:00 საათზე ფინალში, იასპარეზებს.
The Rolling Stones ორიგინალური მასალის ალბომს გამოაქვეყნებს, ეს პირველი შემთხვევა იქნება ლეგენდარული მუსიკალური ბენდისთვის ახალი ალბომის გამოშვების, დრამერის ჩარლი უოტსის გარდაცვალების შემდეგ. Hackney Diamonds ასე ერქმევა ბენდის ახალ ალბომს, რომელიც 12 ტრეკისგან იქნება შემდგარი და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდება. ალბომის დაანონსებასთან ერთად, The Rolling Stones-მა მთავარი სინგლი Angry გაგვიზიარა, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი სინდი სვინი ასრულებს.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, სოფია კოპოლას Priscilla-ს პრემიერა კინოფესტივალზე შედგა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, შვიდწუთიანი და 30 წამიანი ოვაციები მოჰყვა, როგორც რეჟისორის, აგრეთვე ახალგაზრდა მსახიობებისა და თავად პრისცილა პრესლის მიმართ მიძღვნილი.
ოსკარის მომტანი სარეჟისორო დებიუტის, Promising Young Woman-ის, შემდეგ, ემერალდ ფენელი ტრიუმფალურად ბრუნდება. Saltburn-ის მსოფლიო პრემიერა, როზმუნდ პაიკის, ჯეიკობ ელორდისა და ბარი კეოგანის მონაწილეობით, 2023 BFI London Film Festival-ზეა ჩანიშნული, ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის ფონზე, ბრიტანული კინემატოგრაფიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმის პრემიერა იქნება.
The Favorite-ის შემდეგ, ემა სტოუნი და რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი ახალი სიურრეალისტური ფილმის Poor Things-სთვის გაერთიანდნენ. ფილმი არის ისტორია სიყვარულის, აღმოჩენისა და გაბედულების შესახებ და დაფუძნებულია ალასდეირ გრეის ამავე სახელწოდების რომანზე.
სექტემბრის დადგომა ერთ რამის მაუწყებელია: გიჟური და საოცრად სასიამოვნო ზაფხულის შემდეგ, ახალი წამოწყებებისა და საზრიანი გადაწყვეტილებების მიღების თვე იწყება. დღეებით, ზოგჯერ კვირებით ადრეც კი ვიწყებთ იმაზე ზრუნვას, თუ რამდენად გავიზრდებით პიროვნულად და პროფესიულად შემოდგომის პირველი თვის დადგომისთანავე.
The Idol-ის პირველი სეზონი მისი უკანასკნელიც აღმოჩნდა. HBO-მ ხმაურიან შოუს, რომელზეც Euphoria-ს შემქმნელმა სემ ლევინსონმა და აბელ ტესფაიემ (საზოგადოებისთვის ცნობილმა, როგორც The Weeknd) იმუშავეს, მეორე სეზონი არ დაუმტკიცა. სიახლე სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან The Idol-მა თითქმის თითოეული ეპიზოდით შეძლო და მაყურებლების კრიტიკა დაიმსახურა.