GOGO! - მარია (ჩე) ზოიძის ფოტოსტუდია-ორანჟერეა ბუკნარში
#GOGO!1 წლის წინ, ჩვენს მკითხველს შავიზღვისპირეთში არსებული მარგალიტი - ევროპული სოფელი ბუკნარი გავაცანით, ჩვენი მეგზური ამ პატარა მოგზაურობაში საოცრად ნიჭიერი ფოტოგრაფი მარია (ჩე) ზოიძე გახლდათ, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ერთი პატარა, საოცრად მშვიდი სოფლის შენება/განახლების პროცესში. მოგვიანებით, სწორედ მარიას დახმარებით ვიმოგზაურეთ ზღაპრულ ინდოეთსა და მაგიურ ტაილანდში.