უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე Netflix-ზეა
#კინოუეს ანდერსონისა და როალდ დალის დუეტის ხსენებისას, ხშირად გაიგონებთ, რომ ამ ორის კოლაბორაცია მაღლა გადაწყდა, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ გადაიკვეთა მაინც და მაინც იმ ორი ადამიანის გზები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით, თითქოს და ერთმანეთს ავსებენ. Fantastic Mr. Fox-ის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ, ფანტასტიკური უეს ანდერსონი როალდ დალის სხვა ისტორიის ადაპტაციასაც გვთავაზობს, თანაც ყველასათვის მოულოდნელად.