შონ მენდესის შემოქმედებაში ახალი ერა იწყება

შონ მენდესის შემოქმედებაში ახალი ერა იწყება

შონ მენდესის მეხუთე სტუდიური ალბომი 18 ოქტომბერს გამოვა. მანამდე კი, მომღერალი გვთავაზობს ორ ახალ სიმღერას, რომელშიც ის მენტალურ პრობლემებთან, პანიკურ შეტევებსა თუ შფოთვასთან ბრძოლაზე გვიმღერის.

NINI IRIS: ქართველი ვარსკვლავი ამერიკაში

NINI IRIS: ქართველი ვარსკვლავი ამერიკაში

ნინი ბრეგვაძე თავდაპირველად ქართული ახალი ხმის წყალობით გავიცანით, განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი ცნობილ The Voice-ში გამოჩენის მერე მიიპყრო. ნინი ერთ-ერთია იმ ქართველთაგან, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დაიმკვიდრეს თავი, თუმცა არც სამშობლოში დაუკარგავთ ცნობადობა და ხალხის სიყვარული.

აჟიოტაჟი დისნეის "ფიფქიას" გარშემო კვლავ გრძელდება

აჟიოტაჟი დისნეის "ფიფქიას" გარშემო კვლავ გრძელდება

2025 წელს “ფიფქიას” ახალი live action ადაპტაცია გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს სტივენ სპილბერგის west side story-ის ვარსკვლავი რეიჩელ ზეგლერი და გალ გადოტი შეასრულებენ. საკულტო ზღაპარი, რომლის პირველი ეკრანიზაციაც 1937 წელს შეიქმნა, ამჯერად განახლებული სცენარით წარდგება მაყურებლის წინაშე.

The Diary Summer Cover story - მარიამი & სალომე

The Diary Summer Cover story - მარიამი & სალომე

მადლობა Tik-Tok-ს რომ ქართველ ცნობად სახეებს შორის ის თაობა გამოჩნდა, რომელმაც გართობის ბიზნესად გადაქცევა, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება და ინტერნეტ მომხმარებელზე სწორი ზეგავლენის მოხდენა ისწავლა. ამჯერად The Diary-ის საზაფხულო Cover Story-ის მთავარი გმირები მარიამ (Acidwv) დავითაძე და სალომე თოშკუა არიან.

+2 ოლიმპიური ოქრო საქართველოსთვის

+2 ოლიმპიური ოქრო საქართველოსთვის

გუშინდელ საღამომდე საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის ერთადერთი ოქროს მედლით ასპარეზობდა. საათ-ნახევრის შუალედში კი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საფრანგეთში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კიდევ ორჯერ ააჟღერეს. ამჟამად, ჩვენს ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ჩვენი რედაქციის რჩეული ტოპ 7 K-BEAUTY პროდუქტი

ჩვენი რედაქციის რჩეული ტოპ 7 K-BEAUTY პროდუქტი

K-Beauty-მ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კანის მოვლის ინდუსტრიაში. კორეული სახის მოვლის რიტუალები და მეთოდები უძველესი დროიდან იღებს სათავეს და სწორედ ამ საუკუნოვან ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იქმნება და მუდმივად იხვეწება მოწინავე კვლევების მეშვეობით K-Beauty პროდუქცია.

მოდის სტრატეგიული კომუნიკაციის სასერტიფიკატო კურსი - THEDIARY X GREEN GEORGIA ACADEMY

მოდის სტრატეგიული კომუნიკაციის სასერტიფიკატო კურსი - THEDIARY X GREEN GEORGIA ACADEMY

ყოვლისმომცველი ორთვიანი პროგრამა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება, ზედმიწევნით არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარიერა სურთ მოდის ინდუსტრიაში ან ჟურნალის რედაქციაში. ასევე, აქ მიღებული ცოდნა სტუდენტებს გამოადგებათ სოციალური მედიის მართვასა და მისთვის კრეატიული კონტენტის შექმნაში.

DOLCE & GABBANA-მ ძაღლების სუნამო გამოუშვა

DOLCE & GABBANA-მ ძაღლების სუნამო გამოუშვა

იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana სიახლეს ძაღლის სუნამოს სახით გვთავაზობს. ახალი პროდუქტის ინსპირაციის წყაროდ კი, რომლის საჭიროების აუცილებლობაზე აქამდე სამყაროს არ უფიქრია, დომენიკო დოლჩეს ძაღლი "ფეფე" იქცა.

პირის აკვრა - tik-tok სენსაცია, რომელიც აღმოფხვრის ხვრინვას

პირის აკვრა - tik-tok სენსაცია, რომელიც აღმოფხვრის ხვრინვას

Mouth taping, ანუ, პირის აკვრის პრაქტიკა სულ ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული, თუმცა ტუჩებზე სხვადასხვა ტიპის წებოვანი ლენტითა, თუ ტუჩის ფორმის საკრავით, უკვე არა ერთ ინფლუენსერს წააწყდებოდით. მისი მთავარი დადებითი მხარე კი ხვრინვის აღმოფხვრაა.

სურნელოვანი ჩხირები, სანთლები და ბუნებრივი სალბები "აურასგან"

სურნელოვანი ჩხირები, სანთლები და ბუნებრივი სალბები "აურასგან"

"აურა" ონლაინ მაღაზიაა, სადაც ბუნებრივი სალბების, არომატული ჩხირების, სურნელოვანი ნელსაცხებლებისა თუ საკმევლის შეძენას შეძლებთ. პროდუქცია თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს შემატებს, უარყოფით აურას განწმენდს და მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ, ეს ყველაფერი კი გამორჩეული სურნელების ფონზე მოხდება.

ზევით