ვიქტორია ბექჰემის ვარცხნილობების ტრანსფორმაცია

ვიქტორია ბექჰემის ვარცხნილობების ტრანსფორმაცია

ვიქტორია ბექჰემს დღეს 47 წელი შესრულდა და ის მსოფლიოს ერთ-ერთ მოდურ ადამიანად ითვლება. თვალი სეავლეთ მოდის ბრიტანული დედოფლის ვარცხნილობების ტრანსფორმაციას.

სანდრა ბულოკი, ბრედ პიტი და ჩენინგ ტატუმი რომანტიკულ კომედიაში

სანდრა ბულოკი, ბრედ პიტი და ჩენინგ ტატუმი რომანტიკულ კომედიაში

გილოცავთ! უახლოეს მომავალში სანდრა ბულოკსა და ბრედ პიტს არა ერთ, არამედ ორ ერთობლივ ფილმში ვიხილავთ. 57 წლის პიტი სანდრას ახალი რომანტიკული კომედიის - Lost City of D-ის ქასთს შეუერთდა, რომელშიც ვარსკვლავებთან ერთად ჩენინგ ტატუმიც მონაწილეობს.

მსოფლიოს 7 ყველაზე დაცული და შეუღწევადი ადგილი

მსოფლიოს 7 ყველაზე დაცული და შეუღწევადი ადგილი

კითხვაზე, რომელია დედამიწაზე ყველაზე დაცული ადგილი, თქვენი უმეტესობა “ალკატრასის ციხეს” უპასუხებს. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავეების სამყოფელში რიგი საბუთების, ნებართვებისა და პროცედურების გარეშე ვერც ვერავინ შევა და მით უმეტეს, ვერავინ გამოვა. თუმცა, ალკატრასის ციხის გარდა ჩვენს პლანეტაზე ასობით გასაიდუმლოებული ადგილი არსებობს, რომელთა შესახებაც ბევრმა თქვენგანმა დღემდე არ იცის. The Diary-ის გუნდი სამყაროში ყველაზე დაცული და შეუღწევად 7 ლოკაციას წარმოგიდგენთ.

Cozy never been so COOL! - კომფორტული სანდლები 2021 წლის ჰიტია

Cozy never been so COOL! - კომფორტული სანდლები 2021 წლის ჰიტია

სახლში კომფორტული სანდლებით და ფუმფულა წინდებით ჯდომას მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავები არ მივეჩვიეთ. ფაქტია, რომ კომფორტული ფლოსტები, ან საერთოდაც, ფეხშიშველი სიარული საკუთარ თავზე მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების შემქმნელებმაც გამოცადეს და ეს ყველაფერი მიმდინარე წლის გაზაფხულის მთავარ ტრენდზეც აისახა. The Diary ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილი სანდლების ყველაზე გამორჩეულ შვიდეულს გთავაზობთ.

5 ფილმი, რომელიც ამ უქმეებზე განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ

5 ფილმი, რომელიც ამ უქმეებზე განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ

როგორც მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი ამბობდა „გემოვნების ფორმირება თანდათანობით ხდება“. კარგი გემოვნება - ეს არის შეძენილი უნარი, რომელიც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს ამ საქმეში კი ხელოვნებას და მის განშტოებებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ალბათ დაგვეთანხმებით, თუ კი ვიტყვით, რომ არაფერი შეედრება იმ ფილმების ყურებას, რომლებიც თან ესთეტიკას, სიმეტრიის მაგიასა და სილამაზეს დაატარებე.

Gucci-მ გვინეტ პელტროუს საკულტო წითელი ორეული გააცოცხლა

Gucci-მ გვინეტ პელტროუს საკულტო წითელი ორეული გააცოცხლა

Gucci 100 წლისაა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ გუშინ საღამოს ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც უკვე დაიმსახურა მოდის ინდუსტრიის მოყვარულთა თუ კრიტიკოსთა საერთაშორისო აღიარება. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების განმავლობაში Gucci x Balenciaga კოლაბორაციაც შედგა და ამ ორი ავთენტური ბრენდის გადაკვეთა იმაზე ჯადოსნური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ

XX საუკუნის საკულტო ფიგურის, სილამაზის მარადიული კერპისა და ჰოლივუდის მშვენების, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ. პროექტი უკვე მზადების პროცესშია და მის სცენარზე The Good Wife-ის მწერალი და პროდიუსერი ჟაკლინ ჰოიტი მუშაობს, სერიალის მიღმა კი The Young Pope-სა და My Brilliant Friend-ის შემქმნელი კომპანიები Wildside და Fremantle დგანან.

და თქვენ იცით, რა გაცვიათ? H&M-ის გადამუშავებული მოდა

და თქვენ იცით, რა გაცვიათ? H&M-ის გადამუშავებული მოდა

ამ წუთას რომ ადგეთ და საკუთარი კარადა გამოაღოთ, H&M-ის ერთი-ორ ნივთს თვალს აუცილებლად მოკრავთ. ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. შვედური მწარმოებლის გამორჩეული და ინოვაციური მიდგომები მის მსოფლიო პოპულარობაზე პირდაპირ აისახება. უკვე დიდი ხანია, რაც ბრენდმა ორიენტირი ორგანული და გადამუშავებული მოდის მიმართულებით აიღო, 2021 წლის გაზაფხულისთვის კი სრულად ორგანული და გადამუშავებული, ნატურალური ქსოვილებით შექმნილი კოლექცია შემოგვთავაზა.

MBFW TBILISI - გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები

MBFW TBILISI - გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები

MBFW თბილისის ციფრულ ფორმატში 6 - 9 მაისი ჩატარდება, სადაც ქართველი დიზაინერები შემოდგომა-ზამთრის 21-22 წწ კოლექციებს წარმოგვიდგენენ, მანამდე კი გავეცნოთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს, რომლებიც გასულ წელს მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველმა დიზაინერებმა წარადგინეს.

5 ფემინისტური წიგნი, რომლის წაკითხვასაც ემა უოტსონი გვირჩევს

5 ფემინისტური წიგნი, რომლის წაკითხვასაც ემა უოტსონი გვირჩევს

გაეროს კეთილი ნების ელჩი და ქალების უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის დაუღალავად მებრძოლი ემა უოტსონი, ცხოვრებაშიც გრიფინდორელი გოგონაა, რომელიც გიჟდება კითხვაზე და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაზე. ლიტერატურის სიყვარულს ემა იმით ამჟღავნებს, რომ ხშირად ლონდონის ქუჩებში საყვარელ წიგნებს შეფარეულ ადგილებში მალავს, რათა ღირსეულმა მკითხველმა მას მიაგნოს.

ზევით