რატომ შეიცვალა სახელი Facebook-მა? მსოფლიოს წამყვანი სოციალური ქსელის რებრენდინგის დეტალები
#საზოგადოებამანამ, სანამ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებას სიღრმისეულად განვიხილავთ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის რებრენდინგის საკითხს პუნქტებად ჩავშლით, ყველაზე აქტუალურ შეკითხვას „ადამიანურ ენაზე“ ვუპასუხებთ. დიახ, Facebook-მა სახელი შეიცვალა და ამიერიდან კომპანია META-ს სახელით განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ სოციალური ქსელის სახელი უცვლელი რჩება.