დიდი ძმის ბოროტი თამაში
#UKRAINE24 თებერვალს, დაახლოებით დილის 5 საათზე, მოხდა ის, რაც მსოფლიოს არ გაჰკვირვებია. კრემლი თავს დაესხა მეზობელ უკრაინას და ამ წუთებშიც აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. დაიბომბა არაერთი ქალაქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.