პეტრე ოცხელის ექსპოზიცია ზუგდიდში, უფლისწულის სასახლეში გაიხსნება
#მხატვრობა12 აგვისტოს, 12 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის გრანდიოზული გამოფენა იხსნება. დადიანების სასახლე პეტრე ოცხელის 100-ზე მეტ ნამუშევარს მასპინძლობს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმიდან.