SUTI POWER: სახეცვლილი ჩურჩხელა ტრადიციული გემოთი და არატრადიციული ფორმებით

SUTI POWER: სახეცვლილი ჩურჩხელა ტრადიციული გემოთი და არატრადიციული ფორმებით

100%-ით ნატურალური შემადგენლობით და ტრადიციული ქართული ნუგბარის - ჩურჩხელის მოდერნიზებული ფორმებით, დახლზე ნაპოვნმა SUTI POWER-მა ჩვენი ყურადღება ნახვისთანავე მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ტრადიციულობისა და თანამედროვეობის შერწყმით მიღებული პროდუქტის უკან, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე შალვა სუთიაშვილი და მისი მეუღლე ნინი ბარაბაძე დგანან.

ლანა წურწუმიას რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნება

ლანა წურწუმიას რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნება

GOGO!-ს რუბრიკის წყალობით, ჩვენი მკითხველი არა ერთ წარმატებულ ქალ ანტრეპრენერს იცნობს, რომლებმაც ერთ დღეს საკუთარი ოცნებებისკენ ხელის გაშვერა და მათი რეალობად ქცევა გადაწყვიტეს. ლანა წურწუმია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დევნილობის წლები ლანამ სამშობლოსგან შორს გაატარა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით

სა-ქარ-თვე-ლო! სამოას დამარცხების ჯერია!

სა-ქარ-თვე-ლო! სამოას დამარცხების ჯერია!

მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ. ბევრი ვიცადეთ, თუ ცოტა, გასულ წლებში მიძინებული რაგბის გულშემატკივრებისთვის ბორჯღალოსნების “დიდი დაბრუნება” წლევანდელ ზაფხულში შედგა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრულიად ერი და ბერი ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” შეყარა და არც მეტი, არც ნაკლები იტალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:19 დაამარცხა.

თბილისის კულტურის კვირეული: ადგილი, სადაც ქართული და უკრაინული კულტურა გადაიკვეთა

თბილისის კულტურის კვირეული: ადგილი, სადაც ქართული და უკრაინული კულტურა გადაიკვეთა

3-7 ნოემბერს, თბილისი, კულტურისა და ალტერნატიული ხელოვნების ტალღამ მოიცვა. 5 დღით, ყოფილი კოკა-კოლას ქარხანა - Factory Tbilisi თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თბილისის პირველ კულტურის კვირეულს უმასპინძლა.

„ესკიზი“: რესტორანი & ღვინის სალონი ნატიფი ესთეტიკითა და უგემრიელესი კერძებით

„ესკიზი“: რესტორანი & ღვინის სალონი ნატიფი ესთეტიკითა და უგემრიელესი კერძებით

თბილისის ტიპურ ბოჰემურ სამეზობლოში, კოტე მარჯანიშვილის 51 ნომერში მდებარე რესტორან და ღვინის სალონ „ესკიზში“, მდიდარი წარსული და აწმყო ერთდროულად იყრიან თავს. აქ დახვეწილი ინტერიერის, ნატიფი ესთეტიკისა და უგემრიელესი კერძების გზები იმდენად ზღაპრულად იკვეთება, რომ თუ ერთხელ მაინც შეაბიჯებთ „ესკიზის“ კედლებში, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.

„ჩინი“ - ჩემოდნის გარსაცმი ქართული იდენტობით

„ჩინი“ - ჩემოდნის გარსაცმი ქართული იდენტობით

რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს მოგზაურობა საზღვრებს მიღმა, ვერავინ უარვყოფთ იმ სიძნელეებს, რომლებსაც მშვენიერი თავგადასავლის დროს ვხვდებით ხოლმე გზად. ჩემოდნის დაზიანებით ან სულაც დაკარგვით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ქართულ ბაზარზე ორიგინალური დიზაინის, ქართული იდენტობის მატარებელი ბრენდი „ჩინი“ გამოჩნდა, რომელმაც ჩემოდნის გარსაცმის ფართო ასოტიმენტი შემოგვთავაზა.

BALENCIAGA x ADIDAS ნეო-ფუტურისტული კოლაბორაცია - რა უნდა შევიძინოთ?

BALENCIAGA x ADIDAS ნეო-ფუტურისტული კოლაბორაცია - რა უნდა შევიძინოთ?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გიგანტმა Adidas-მა დიდი ძალისხმევა მიმართა მაღალი მოდის ინდუსტრიაში შესასვლელად. გერმანული ბრენდი გაერთიანდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც: Prada და Gucci არიან, რამდენიმე თვის წინ კი Adidas-მა კიდევ ერთ ძლევამოსილ ბრენდთან Balenciaga-სთან კოლაბორაცია დაანონსა New York Stock Exchange-ზე.

გვანცა გიგიბერია: „მუსიკის დახმარებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებ“

გვანცა გიგიბერია: „მუსიკის დახმარებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებ“

„მუსიკის დახმარებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებ, ეს არის ყველაზე დიდი ემოცია“ - ნიჭიერი ქართველი საქსოფონისტის, გვანცა გიგიბერიას ცხოვრებაში მუსიკა „დაბადებიდან ჩნდება“, გვანცა ქართველი მსმენელისთვის ცნობილი სიმღერების ალტერნატიული ვერსიების ჩაწერით გახდა, 12 მათგანი მუსიკოსმა საგულდაგულოდ შეარჩია და გასულ წელს პირველი ალბომიც წარმოგვიდგინა.

ანი ფალავანდიშვილი: „ყველაზე საპასუხისმგებლო ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრაა“

ანი ფალავანდიშვილი: „ყველაზე საპასუხისმგებლო ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრაა“

ანი ფალავანდიშვილი ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი და ქარიზმატული ქართველი პიანისტია, რომელთან შეხვედრის და კოლაბორაციის საშუალება MARKETINGHUB-ისა და THEDIARY-ს საშემოდგომო წვეულებაზე მოგვეცა. ანიმ თავისი მომაჯადოებელი მუხტით მარტივად მოახერხა ჩვენი სტუმრების დატყვევება, დარბაზში არა ერთხელ მოგვესმა კითხვა: ვინ არის ეს გოგო?

5 წიგნი რეკომენდებული მაია ენჯელოუს მიერ

5 წიგნი რეკომენდებული მაია ენჯელოუს მიერ

ამერიკელმა პოეტმა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა მაია ენჯელოუმ ერთხელ თქვა: „ნებისმიერი წიგნი, რომელიც ეხმარება ბავშვს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში, ეხმარება კითხვა ერთ-ერთ ღრმა და მუდმივ მოთხოვნილებად აქციოს, მისთვის კარგია“. იგი იმეორებდა ამ შეგონებას მთელი თავისი მნიშვნელოვანი და კეთილშობილური ცხოვრების განმავლობაში და მოუწოდებდა „ყველას წაეკითხა ყველაფერი“.

ზევით