BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა
#კინოლონდონის Royal Festival Hall-მა, BAFTA-ს რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ტრიუფატორად გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front მოგვევლინა, რომელმაც 14 ნომინაციიდან, 7-ში გამარჯვება მოიპოვა. Netflix-ის ომის საწინააღმდეგო ეპოსმა რამდენიმე ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ხმისა და ფილმის ნომინაციებიც გახლდათ.