ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ლოს-ანჯელესი გუშინდელი ღამიდან უკონტროლო ხანძარშია გახვეული. ამჟამინდელი მონაცემებით ქალაქში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით მათგანის სახლებიდან გადაუდებელი ევაკუაცია გახდა საჭირო და ფერფლადაა ქცეული რამდენიმე დასახლებული უბანი.
სწრაფად ცვალებად სიტუაციას ემატება სანტა ანას ქარი და უკიდურესად მშრალი ბუნებრივი პირობები. თავდაპირველად ტყის ხანძრის ოთხი კერა გაჩნდა ახლა კი ცეცხლი უკვე 6 ადგილას მძვინვარებს, ნალექის ნაკლებობისა და ძლიერი ქარის გამო ადგილობრივი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებენ.
მალევე გადაედო ხანძარი დასახლებულ ტერიტორიას, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ უბანს - Pasific Palaside-ს, სადაც უამრავი ჩვენთვის ცნობილი ჰოლივუდის სახე ცხოვრობს. ევაკუაცია გამოცხადდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში Santa Monica-შიც, ახლა კი, მთელ კალიფორნიის შტატში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
"ის, რაც ჩვენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, უპრეცედენტოა. მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ",- ამბობს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჯიმ მაკდონელი.
Pasific Palaside-ის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინტერვიუში ამბობს, რომ მან სრულიად განადგურებული ქუჩები იხილა, მხოლოდ ერთი ან ორი სახლი თუ გადაურჩა ხანძარს, ისიც ნაწილობრივ. ფერფლადაა ქცეული 2000-ზე მეტი შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, კაფეები, რესტორნები თუ მაღაზიები.
განადგურებულია მსახიობების: მენდი მურის, ანა ფერისის, ჯეიმი ლი კერტისის, ადამ ბროუდისა და ლეიტონ მისტერის, ასევე რეალითი შოუს ვარსკვლავის პერის ჰილტონის სახლები, ევაკუაციის ფოტოებში გამოჩნდა ბენ აფლეკიც.
LA Times-ის მიერ ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, Altadena-ში მეხანძრეებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამ ტერიტორიაზე ხანძარმა სამშაბათ ღამით მიაღწია და მოსახლეობას მცირე დრო დაუტოვა ევაკუაციისთვის.