Tesla-ს ახალი Roadster: ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია
Tesla-მ ახალი Roadster წარადგინა. სპორტულ ავტომობილს ჰაერში მცირე მანძილზე გადაადგილება და სპეციალურ ტრასაზე თავდაყირა მოძრაობა შეუძლია.
ოზის ჯადოქრების ამბავი დასასრულს უახლოვდება. მსოფლიოსა და საქართველოს კინოთეატრებში 20 ნოემბერს მიუზიკლ „ალქაჯის“ მეორე ნაწილის პრემიერაა ჩანიშნული. რეჟისორ ჯონ ემ ჩუს Wicked: For Good ელფაბასა (სინთია ერივო) და გლინდას (არიანა გრანდე) ისტორიის ფინალური ნაწილია.
სიუჟეტი პირდაპირ აგრძელებს პირველი ნაწილის მოვლენებს. ელფაბა საკუთარ სამშობლოში დევნილადაა ქცეული, გლინდა კი პოპულარობასა და ფუფუნებაში ცხოვრობს. სწორედ ამ დროს ოზში მოულოდნელად ბრუნდება დოროთი და ორივე გმირს ისეთი გადაწყვეტილების წინაშე აყენებს, რომლის შედეგზეც მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული.
ფილმი კვლავ მიუზიკლის ჟანრშია, თუმცა მას ბროდვეისგან განსხვავებით, კინოთეატრების ეკრანზე დამატებითი სცენები და სიმღერები შეემატა. შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ისტორია ორ ნაწილად გაეყოთ, რათა არც ერთი გმირის ამბავი არ დაკარგულიყო და მათი სიუჟეტები ბუნებრივად განვითარებულიყო.

მოგეხსენებათ, რომ Wicked ამავე სახელწოდების რომანისა და ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის ეკრანიზაციაა. ფენტეზის ჟანრის ფილმი ოზის სამყაროში მომხდარ მოვლენებს აღწერს. პირველი ნაწილი ელფაბასა და გლინდას დამეგობრებასა და ფიეროს გამოჩენაზე მოგვითხრობდა.
გასულ წელს Wicked-მა 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შემოსავალი, ოსკარის 10 ნომინაცია და ორი პრიზი მიიღო. ახლა კი, მოვლენები გრანდიოზულ ფინალს უახლოვდება და მთელი მსოფლიო ელოდება ამ თავგადასავლის დასასრულს.