ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ქართულად ხმაურიანი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, UEFA-ს სტატისტიკაც გამოვლინდა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მსოფლიოს საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა. ქართველი "მთა-კაცი", "კედელი", "სამოთხის კარის მცველი" - ეს ქართველი მეკარის ახალი მეტსახელებია. მამარდაშვილი 2021 წლიდან ესპანურ კლუბ ვალენსიაში თამაშობს. წინა სეზონში ის ლა ლიგას საუკეთესო მეკარედ დასახელდა და xG-ის მიხედვით, 10 ბურთით მეტ მოგერიებას ახერხებს, ვიდრე ეს საშუალოდ მეკარეს შეუძლია.
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ესპანელთა ნაკრებმა, ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, ინგლისი 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ, კონტინენტის ჩემპიონი გახდა. გოლები ნიკო უილიამსმა, მიკელ ოიარსაბალმა და კოულ პალმერმა გაიტანეს.
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ტურნირზე ყველაზე მეტი საგოლე დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. მამარდაშვილმა ქართველების კარისკენ წამოსული 29 ბურთი აიღო. მეორე ადგილოსანი მამარდაშვილს 11 ბურთით ჩამორჩება. ჰოლანდიელი - ბარტ ვერბრუგენი მეორე ადგილზე 18 მოგერიებით გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე ინგლისელი ჯორდან პიკფორდი მოხვდა.
მამარდაშვილის საოცარი თამაში კიდევ უფრო აღსანიშნავია იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოჩნდა. 26 მარტის ისტორიულ მატჩზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და დინამო არენიდან პირდაპირ გერმანიაში გადაინაცვლა.
ევროპის თასზე საქართველოს დებიუტი ჩემპიონ ესპანეთთან მარცხით დასრულდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 იყო. გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდა, ბოლოს კი ინგლისთან დაძაბულ ბრძოლაში თასის მოპოვება შეძლო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. ჩეხეთთან გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ისტორიაში პირველი ერთი ქულაც მოვიპოვეთ. 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის სადებიუტო ჩემპიონატშივე შეძლო პლეი ოფში გასვლა. ეს იყო თანამედროვე ქართული ფეხბურთის აღზევება და კოლექტიური სიხარული, რომელიც ქართველ ერს ძალიან სჭირდებოდა.
კარგი ამბები ამით არ დასრულებულა! საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ოქროს ბუცის მფლობელი გახდა და ექვს საუკეთესო ფეხბურთელს შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ოქროს ბუცი ყოველწლიურად უეფას წევრი ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ჯილდო პირველად 1968 წელს გაიცა. 1997 წლიდან დაჯილდოების ორგანიზატორები ევროპული სპორტული გამოცემების ასოციაცია და ადიდასი გახლავთ.
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ექვსი მოთამაშე ტურნირზე გატანილი 3-3 გოლებით გამოვლინდა. მათ შორის კი ჩვენი ჟორჟ მიქაუტაძე მოხვდა.