APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი პარასკევს ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. ცერემონია Madison Square Garden-ში გაიმართა, რომლის გარეთაც წყვილის გულშემატკივრები შეიკრიბნენ. სვიფტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქორწინების ცერემონიას ადამ სენდლერი უძღვებოდა.

ცალკე ყურადღება მიიქცია Madison Square Garden-ის გარე ეკრანებმა, სადაც წყვილის ქორწინების შემდეგ გამოჩნდა წარწერა: “JUST&T MARRIED!”.
ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სივრცე დროებით ვარსკვლავური შეკრების ადგილად აქცია.

სტუმრებს შორის, სხვადასხვა მედიის ცნობით, იყვნენ ჰიუ გრანტი, დაკოტა ჯონსონი, კამილა კაბეიო, გრეჰემ ნორტონი, ედ შირანი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა ცნობილი სახეები. ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 000 სტუმარი იყო მიწვეული, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მკაცრი ზომებით.
![]() |
![]() |
ცერემონიის შიდა კადრები ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. რამდენიმე ცნობილი სტუმარი ფოტოგრაფებმა შენობაში შესვლისას ან გამოსვლისას დააფიქსირეს, თუმცა ღონისძიების მთავარი ნაწილი დახურულ სივრცეში, პაპარაცების გარეშე გაიმართა.