APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.

სოფი და ჯო ახლა ოფიციალურად ორგზის მშობლები არიან, წყვილს რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი შეეძინა, ინფორმაცია წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. "ჯო და სოფი მოხარული არიან გამცნობონ მათი ქალიშვილის დაბადების შესახებ" - განაცხადა წარმომადგენელმა.
სოფი ტერნერმა მეორე ორსულობის შესახებ ინფორმაცია Elle UK-თან ინტერვიუში გაამხილა, რამდენიმე თვეში მსახიობი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მეუღლესთან ერთად წამოზრდილი მუცლითა და Louis Vuitton-ის შავი კაბით.

ლას-ვეგასის სპონტანური ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2020 წლის ივლისში სოფის და ჯოს პირველი ქალიშვილი ვილა შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ Game of Thrones-ის მსახიობი და Jonas Brothers-ის მომღერალი საკუთარ ცხოვრებას მაქსიმალურად მალავენ ტაბლოიდებისა და ყვითელი გამოცემებისგან, ისინი ლოს-ანჯელესში ქალიშვილთან ერთად პაპარაცებმა რამდეჯნერმე დააფიქსირეს.
ჩემთვის სწორედ ეს განსაზღვრავს ცხოვრებას - აღვზარდო მომავალი თაობა. ყველაზე აღმაფრთოვანებელია ვუყურებდე ჩემს ქალიშვილს როგორ იზრდება და იკრებს ძალას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენი ოჯახი იზრდება - სოფი ტერნერი.