Tesla-ს ახალი Roadster: ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია
Tesla-მ ახალი Roadster წარადგინა. სპორტულ ავტომობილს ჰაერში მცირე მანძილზე გადაადგილება და სპეციალურ ტრასაზე თავდაყირა მოძრაობა შეუძლია.
კანადელი მსახიობი და მოდელი შეი მიტჩელი, რომელიც ჩვენთვის ცნობლი სერიალ Pretty Little Liars-დან გახდა, ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მოსაცმელში გამოწყობილი პოზირებს და მის სწორად ჩაცმასაც გვასწავლის.
შეი მიტჩელმა საკუთარ Instagram გვერდზე IGTV ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გამომწერებს Drinkonda-ს სპორტული ორეულის სწორად მორგებას ასწავლიდა. შეიმ რამდენიმე მოსაცმელი წარუდგინა მაყურებელს, ბოლოს კი არჩევანი Anouki-ს კუბოკრულ ცისფერ პალტოზე შეაჩერა. მსახიობს არ დაუმალავს, რომ სწორედ ეს ლუქი გახდა მისი ფავორიტი, რადგან მასში თავს კომფორტულად გრძნობდა, ეს ხომ მიტჩელის საყვარელი სტილია - ყველაფერი ოვერსაიზი.
შეი მიტჩელის რჩეული მოსაცმელი ამ ეტაპზე ყველა ონლაინ საიტიდან ამოყიდულია, თუმცა გთავაზობთ მსგავსი კუბოკრული სტილის სხვა ვარიანტებს Anouki-ს კოლექციიდან, რომლებმაც შესაძლოა თქვენი გულის მოგება შეძლონ.
Black and grey check double breast coat
Multicolor check wool fitted waist blazer
Black and grey check pencil dress