ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ოსკარის ცერემონიამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა, მანამდე კი ოსკარებზე ნომინირებული ფილმები ჯერ სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელები ხდებიან. მათ შორისაა კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება, რომელიც გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა.
ღონისძიებაზე ჯეინ ფონდამ „Lifetime Achievement"-ის ჯილდო მიიღო და აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვით გამოვიდა. 87 წლის მსახიობი მრავალფეროვანი კარიერის მიღმა უამრავ სოციალურ და პოლიტიკურ ბრძოლაში იყო ჩართული. 2019 წელს ის გარემოსდაცვითი პროტესტებში მონაწილეობის გამო ხუთჯერ დააკავეს.
„ჩვენ, მსახიობები, ემპათიას ვაღვივებთ. ჩვენი მოვალეობაა ჩავწვდეთ ადამიანების ბუნებას და შევეხოთ მათ სულს. იცოდეთ, ემპათია არ ნიშნავს სისუსტეს ან ვოუქიზმს (woke). საერთოდაც, ვოუქიზმი ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანების ბედი გაღელვებს“.
ჯეინ ფონდამ კოლეგებს რთული პოლიტიკური პერიოდის დაწყების წინ ერთობისკენ, სიმამაცისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება SAG Awards-ის გამარჯვებულებს - ამ პრესტიჟული დაჯილდოების ლიდერები ხუთ-ხუთი ნომინაციით მიუზიკლი „Wicked“ და სერიალი „Shōgun“ გახდნენ.
საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ტიმოთი შალამეს („A Complete Unknown“) და დემი მურის („The Substance“) ტრიუმფი ვიხილეთ. ტიმოთეს ბობ დილანის როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის გადაეცა ჯილდო, ხოლო დემი მურმა, მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის - შუახნის ასაკის, მივიწყებული მსახიობის პერსონაჟის შესრულებისთვის დაიმსახურა SAG Award-ი.
ტიმოთი შალამე ამჯერად კაილი ჯენერის გარეშე გამოჩნდა, თუმცა წითელ ხალიჩაზე როგორც იქნა, ვიხილეთ ახალგაზრდა მსახიობი, მილი ბობი ბრაუნი, უკვე ქმართან, ჯეიკ ბონ ჯოვისთან ერთად.
საუკეთესო გუნდური შესრულებისთვის მთავარი პრიზი ფილმმა „Conclave“-მა მოიპოვა, რომელიც ახალი პაპის არჩევის შესახებ მოგვითხრობს. ტელესერიალების კატეგორიაში კი გამარჯვებულები გახდნენ „Shōgun“ (დრამა) და „Only Murders in the Building“ (კომედია).
„Shōgun“-ში შესრულებული როლებისთვის ანა სავაი და ჰიროუკი სანადა საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.
სატელევიზიო შოუებისა და ლიმიტირებული სერიალების კატეგორიებში საუკეთესო მსახიობის პრიზები კოლინ ფარელმა („The Penguin“) და ჯესიკა განინგმა („Baby Reindeer“) მიიღეს. ზოი სალდანამ კი მიუზიკლ „Emilia Pérez“-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მიიღო. ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა კირენ კალკინმა, „A Real Pain“-ში შესრულებული როლისთვის.
SAG-ის 2025 წლის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
გამორჩეული სამსახიობო შესრულება (კაცი)
ტიმოთე შალამე, A Complete Unknown
გამორჩეული სამსახიობო შესრულება (ქალი)
დემი მური, Substance
გამორჩეული შესრულება მეორეხარისხოვან როლზე (კაცი)
კირან კალკინი, A Real Pain
გამორჩეული შესრულება მეორეხარისხოვან როლზე (ქალი)
ზოი სალდანა, Emilia Pérez
გამორჩეული სამსახიობო გუნდი
Conclave - სერხიო კასტელიტო, რალფ ფაინსი, ჯონ ლიტგოუ, ლუკიან მსამატი, იზაბელა როზელინი, სტენლი ტუჩი
გამორჩეული შესრულება (კაცი) ტელესერიალში ან ლიმიტირებულ სერიალში
კოლინ ფარელი, The Penguin
გამორჩეული შესრულება (ქალი) ტელესერიალში ან ლიმიტირებულ სერიალში
ჯესიკა განინგი, Baby Reindeer
გამორჩეული შესრულება ტელესერიალში (კაცი / დრამა)
ჰიროკი სანადა, Shogun
გამორჩეული შესრულება ტელესერიალში (ქალი / დრამა)
ანა სავაი, Shogun
გამორჩეული შესრულება კომედიურ ტელესერიალში (კაცი)
მარტინ შორტი, Only Murders in the Building
Stunt Ensemble-ის საუკეთესო შესრულება
The Fall guy
Stunt Ensemble-ის საუკეთესო შესრულება ტელესერიალში
Shogun