დიდხანს ნანატრი წუთებიც დადგა! დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავხდით გლამურული წითელი ხალიჩის, თვალისმომჭრელი ჩაცმულობებისა და გასაოცარი ბიუთი ლუქების თვითმხილველნი. ჩვენი დროით გამთენიისას, ლოს-ანჯელესში, რიგით 78-ე „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩასა და საჯარო გამოჩენას მონატრებულმა ცნობილებმა, რასაკვირველია, ძალები არ დაიშურეს და საუკეთესო ლუქები შემოგვთავაზეს.
ყველაფერი ჩვეულ რიტმს ჯერაც ვერ დაუბრუნდა, 2021 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიამ სოციალური დისტანცირებით ჩაიარა. წითელ ხალიჩაზე, უამრავი ცნობილი ადამიანისა და ფოტოგრაფების ერთდროულად ხილვის ნაცვლად, სელებრითების ნაწილმა სახლიდან გამოჩენა ამჯობინა, მეორე ნაწილი კი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე იწონებდა თავს ორმეტრიანი დისტანციით.
არა ერთი დაბრკოლების მიუხედავად, „ოქროს გლობუსის“ წითელი ხალიჩა ნამდვილ გამონათებას ჰგავს, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რატომ გვიყვარს ეს მოდური გამოსვლები ასე ძალიან. წარმოგიდგენთ, გასული ღამის საუკეთესო ჩაცმულობებს.
ანა ტეილორ-ჯოი - Dior

ელ ფენინგი - Gucci

მარგო რობი - Chanel

რეჯინა კინგი - Louis Vuitton

ქეით ჰადსონი - Louis Vuitton

ანდრა დეი - Chanel

ამანდა სეიფილდი - Oscar de la Renta

ემა კორინი - Miu Miu

ნიკოლ კიდმანი - Louis Vuitton

ლილი კოლინსი - Saint Laurent
ვაიოლა დევისი - CK
რენე ზელვეგერი - Giorgio Armani

ჯილიან ანდერსონი - Dior
