APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
კინო მოყვარულებო, მოემზადეთ! გასული წლის საუკეთესო ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების გამოვლენის დროა. ლოს-ანჯელესმა ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოებას უმასპინძლა, გამარჯვებულების სია კი საკმაოდ შთამბეჭდავია. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პომპეზურმა საღამომ დიდი სიურპრიზებიც მოგვიტანა: ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი სახეების უმეტესობამ დაჯილდოება ხელცარიელმა დატოვა. ამჯერად გამარჯვებულთა სიაში ახალი სახელები და მოულოდნელი პროექტები დომინირებს.

წლევანდელი ცერემონია ცნობილ კომიკოსს - ნიკი გლეიზერს მიჰყავდა, რომელიც გასული წლის წარმატებული სეზონის შემდეგ ოქროს გლობუსის სცენას მეორედ დაუბრუნდა.
დრამის ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის წოდება ვაგნერ მაურას ფილმისთვის The Secret Agent ხვდა წილად, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად კი ჯესი ბაკლი დასახელდა, რომელსაც გამარჯვება Hamnet-ში შესრულებულმა, აგნეს შექსპირის როლმა მოუტანა. სწორედ Hamnet გახდა გამარჯვებული საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაშიც.
საუკეთესო სატელევიზიო დრამა The Pitt გახდა. მიუზიკლისა და კომედიის ნომინაციაში გამარჯვება The Studio-ს ხვდა წილად. საუკეთესო სატელევიზიო ლიმიტირებულ სერიებად კი Adolescence დასახელდა.
საუკეთესო რეჟისორის წოდება პოლ ტომას ანდერსონს, ფილმისთვის One Battle After Another, ერგო. არავის გაჰკვირვებია, რომ ბოქს-ოფისის მიღწევებისთვის Sinners დაჯილდოვდა.
Marty Supreme-ში შესრულებული როლისთვის, მიუზიკლისა და კომედიის ჟანრის კატეგორიაში გამარჯვებული ტიმოთი შალამე გახდა. ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალი შემსრულებლის წოდება კი როუზ ბირნს, ნამუშევრისთვის If I Had Legs I’d Kick You, ხვდა წილად.
საინტერესოა ისიც, რომ წელს ოქროს გლობუსის ნომინაციების სიას "საუკეთესო პოდკასტიც" დაემატა, რომლის გამოვლენაც სნუპ დოგს დაევალა. ნომინაციის გამარჯვებული კი Good Hang with Amy Poehler გახდა.
ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სია იხილეთ აქ: GOLDEN GLOBES WINNERS & NOMINEES