ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ამერიკელი პოპ ვარსკვლავი, მომღერალი და კომპოზიტორი ჰოლზი დედა გახდა, ამის შესახებ სიახლე ჰოლზიმ სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა და სამყაროს პირველი შვილიც გააცნო. ჰოლზიმ Instagram-ზე ახალდაბადებულ ვაჟთან და ამჟამინდელ პარტნიორ ალევ ეიდინთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტოსურათი გამოაქვეყნა.
მადლიერი ვარ, ყველაზე იშვიათი და ემოციური მშობიარობისთვის. ენდერ რიდლი ეიდინი 7/14.2021
ჰოლზის ახალი ალბომი If I Can’t Have Love, I Want Power, მომღერლის თქმით დედობის კომპლექსურობითაა შთაგონებული. პროექტი ჰოლზიმ თვის დასაწყისში წარადგინა, მის გარეკანზე მომღერალი შუა საუკუნეების დედოფლის მსგავსად გამოწყობილი პატარა ბავშვთან ერთადაა გამოსახული.
"ეს კონცეპტუალური ალბომი წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის თანმხლებ სიხარულსა და შიშს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბომის გარეკანს გამოეხატა ის ემოციები, რაც ბოლოდროინდელმა მოგზაურობამ გამოიწვია. გარეკანის ეს სურათი ეძღვნება ორსულ და მშობიარობის შემდგომ სხეულებს, დიდი პატივისცემის ნიშნად. ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი სხეულისა და ძუძუთი კვების სოციალური სტიგმის აღმოსაფხვრელად. ვიმედოვნებ, რომ ეს შეიძლება იყოს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი".