ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, მეორე შვილის მოლოდინის სასიხარულო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-ს ღონისძიების Spotify Stream On-ის წევრები გახდნენ და ვიდეორგოლში რამდენიმე წამით გამოჩდნენ.
კალიფორნიაში, საკუთარ სახლში მოკალათებულმა მეგან მარკლმა Oscar de la Renta-ს ლიმონების პრინტიანი კაბა მოირგო, ამ შტატში მათი გადასვლის უპირატესობა ის გახლავთ, რომ სასექსის ჰერცოგინია ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიხილოთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებით შემოსილი. რაც შეეხება პრინც ჰარის, მან არჩევანი კლასიკურ სტილზე - თეთრ პერანგსა და შავ შარვალზე შეაჩერა.
Prince Harry and Duchess Meghan were one of the many guests (alongside Justin Bieber, J Balvin, Brené Brown and Blackpink) to feature during today’s @Spotify #SpotifyStreamOn event, when they gave a glimpse at their forthcoming Archewell Audio content👇🏻 pic.twitter.com/7ykorUIaFq
— Omid Scobie (@scobie) February 22, 2021
ჩვენ პოდკასტს, იმ მძლავრი კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, რომელსაც შეუძლია შთაგაგონოს, გამოგიწვიოს და გასწავლოს კიდეც.
პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ვიდეორგოლში მათი პირველი საერთო პოდკასტის Archewell Audio-ს შესახებაც ისაუბრეს, რომელიც პირველად 2020 წლის დეკემბერში გადაიცა და რომელიც სასექსის ჰერცოგების პირად გამოცდილებებსა და შეხედულებებზე საჯაროდ ისაუბრეს.
Citrus Primavera Peplum Hem Dress