პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლები მამაკაცის სამოსის უახლეს კოლექციებს წარადგენენ. ყურადღების ცენტრში კი Louis Vuitton-ი აღმოჩნდა, რომლის კოლექციაც ფარელ უილიამსის ხელმძღვანელობით ტრადიციულ მაღალ მოდასა და თანამედროვე ქუჩის სტილს შორის ბალანსის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
ჩვენება 90 წუთით გვიან დაიწყო, რადგან LVMH-ის გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო, მისი ქალიშვილი დელფინი (Dior-ის თავმჯდომარე) და ვაჟი ალექსანდრე (LVMH-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების განყოფილების დირექტორის მოადგილე) ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდნენ. პარიზში დაბრუნებისთანავე, მოდის დედაქალაქში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მათ პირველი რიგიდან ფარელ უილიამსისა და იაპონელი დიზაინერის, ნიგოს, გასაოცარი კოლექცია იხილეს.
ბერნარ არნო და კალათბურთელი ვიქტორ ვემბაიამა
მოდელებმა სამი მუსიკალური ნაწარმოების ფონზე წარადგინეს კოლექციას. მათ შორის იყო სამხრეთ კორეული ბენდის, "Seventeen"-ისა და ფარელ უილიამსის კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა "Bad Influence". ასევე ფარელისა და The Weeknd-ის ერთობლივი შემოქმედება "Timeless''. ჩვენებაზე შედგა სამხრეთ კორეელი არტისტის, J-Hope-ისა და ფარელ უილიამსის ნამუშევრის "LV Bag"-ის პრემიერაც.
სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ჩვენების წინა რიგებში ბრედლი კუპერი და ქალემ ტერნერიც გამოჩნდნენ.
ნიგომ და ფარელ უილიამსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ტრადიციული მაღალი მოდა და თანამედროვე ქუჩის კულტურა შეიძლება სრულყოფილად შეერწყას ერთმანეთს. უილიამსი, რომელიც 2023 წლიდან Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებს, უკვე წლებია მეგობრობს ნიგოსთან. 2003 წელს მათ ერთად დააარსეს ქუჩის მოდის ცნობილი ბრენდები – Billionaire Boys Club & ICECREAM, რაც მათი შემოქმედებითი კავშირის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
დუოს ახალი კოლაბორაცია, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის სცენაზე ვიხილეთ, ახალი ფურცელია მოდის სამყაროში.
ჩანთებზე წარწერები „Pont Neuf“ და „Since 1854“ პარიზის კულტურასა და ბრენდის ისტორიას ეხმიანება. ამ კოლექციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Louis Vuitton-ის მიზანი მხოლოდ მაღალი მოდის სფეროში ლიდერობა არაა. ის ქუჩის კულტურასთან ინტეგრაციით ქმნის მომავლის მოდას, სადაც მდიდრული სტილი ყოველდღიურობისა და ქუჩის სამოსის ელემენტებს იდეალურად იხდენს.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.