ფრანგული კინოს ვარსკვლავები ლეტიცია კასტა და ლუი გარელი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. დასავლურმა ტაბლოიდებმა უკვე გაავრცელეს ლეტიციას პაპარაცული ფოტოები, რომელშიც 42 წლის ტოპ მოდელისა და მსახიობის წამოზრდილი მუცელი ჩანს. კასტასთვის ეს რიგით მეოთხე შვილი იქნება, წინა ქორწინებებიდან ლეტიციას 19 წლის სატინი, 14 წლის ორლანდო და 11 წლის აფინა ჰყავს.
ლეტიცია კასტა და ლუი გარელი ფრანგული ჟურნალის გარეკანზე
ლეტიცია კასტამ და ლუი გარელმა 2017 წელს, რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ საიდუმლოდ კუნძულ კორსიკაზე, ლუმიოს სანაპიროზე იქორწინეს. საგულისხმოა, რომ სწორედ ლუმიოზე გაატარა ლეტიციამ ბავშვობის წლები და დღემდე ხშირად სტუმრობს ამ ადგილს.
ქორწინების ცერემონია მოკრძალებული აღმოჩნდა, მას წყვილის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. კარჩაკეტილი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, წყვილმა ქორწინების შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაამხილა. ახლა ლეტიცია და ლუი ცხოვრებაში ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
ხვალ, ზეგ და მაზეგ თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მწერლებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი იწყება, რომელიც ამბების თხრობაზე, გამოცდილებების გაზიარებასა და დიალოგის წამოწყებაზეა ორიენტირებული
ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ Diddy კომბსის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუ კომბსს დანაშაულები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ციხეში მოუწიოს დარჩენა.