ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ერთგული გულშემატკივრების დაკვირვებით დაიწყო, ლეონარდო დიკაპრიოს ურთიერთობების სტატისტიკაზე თვალის გადავლებით, ისე ჩანდა, თითქოს მსახიობი საკუთარი წესებით თამაშობდა და არასდროს ხვდებოდა ქალებს 25 წელს ზემოთ; თუმცა როდესაც 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ლეო კამილა მორონეს 25 წლის იუბილეს აღნიშვნიდან რამდენიმე კვირაში დაშორდა, ვარაუდებმა უფრო მასშტაბური სახე შეიძინა.
“I'm twenty-seven years old, I've no money and no prospects. I'm already too old for Leonardo DiCaprio and I’m frightened. So don't you judge me, Lizzy. Don't you dare judge me!” pic.twitter.com/qp05VCt9Di
— Jane Austen First Drafts (@Austen1stDrafts) August 31, 2022
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა კამილა მონორესთან დასრულდა. კამილას 25 წელი ივნისის თვეში შეუსრულდა და როგორც კი საკრალური რიცხვი წყვილის ურთიერთობის ჰორიზონტზე გამოჩნდა, მათი 7 წლიანი თანაცხოვრებაც დასრულდა.
რასაკვირველია, ეს დაშორება მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის და მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ლეონარდო დიკაპრიო არასდროს ხვდება ქალებს 25 წლის ზემოთ. ამჯერად საჯარო დისკუსიებში ფსიქოლოგებიც ჩაებნენ, ემა კენიმ განმარტა, რომ არსებობს კარგი მიზეზი, რის გამოც ლეონარდო ურთიერთობას მეორე ნახევართან კონკრეტულ ასაკამდე აგრძელებს.
Look at how Leonardo DiCaprio reacts when a woman over 25 touches him. 🤣
— Rita Panahi (@RitaPanahi) August 31, 2022
pic.twitter.com/zHpCOFslpa
„ის არის ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში, რაც საშუალებას აძლევს აირჩიოს ვისთანაც სურს იყოს, სანამ არ მოიწყენს, ან არ აღიარებს, რომ მის პარტნიორს სურს გადავიდეს უფრო უსაფრთხო ადგილზე ქორწინების გზით, ან ბავშვების ყოლით. ქალების ასაკი, რომლებსაც ის ხვდება და მათი ურთიერთობის დასრულება, როგორც ჩანს, ემთხვევა ამ ცხოვრებისეულ ნიშნებს" - განაცხადა ემა კენიმ.
ფსიქოლოგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლეონარდოს არ სურს უარი თქვას თავგადასავლებზე და იმავდროულად უარს ამბობს საზოგადოების მიერ დადგენილი წესებით ცხოვრებაზე.
titanic turns 25 this year at which point i assume leonardo dicaprio will no longer want to be in it
— Tom Neenan (@TNeenan) August 31, 2022
ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ურთიერთობების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
24 წლის ასაკში ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიელ სუპერმოდელს ჟიზელ ბუნდჰენს ხვდებოდა, მაშინ ჟიზელი 18 წლის იყო, 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა.
ლეო ბარ რაფაელს 2005 წელს შეხვდა, თუმცა ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც ბარი 25 წლის გახდა.
Leonardo DiCaprio’s girlfriends getting ready to go out for their 25th birthdays pic.twitter.com/TSIO5lWyDZ
— Tank.Sinatra (@GeorgeResch) August 31, 2022
The Wolf of Wall Street-სა და Gossip Girl-ის მსახიობების გზები 2011 წელს გადაიყარა. იმ დროს ბლეიკ ლაივლი 23 წლის იყო. მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.
ბლეიკის შემდეგ ლეონარდომ 22 წლის ერინ ჰეზერტონი გაიცნო, მათმა ურთიერთობამ მხოლოდ 1 წელს გასტანა, 2013-14 წლებში კი დიკაპრიო 20 წლის ტორი გარნს ხვდებოდა.
me 🤝 leonardo decaprio's girlfriend pic.twitter.com/mOhyicNgoo
— adriana la cerva stan account (@jamijademermaid) August 31, 2022
კელი რორბახი მათი ურთიერთობის დროს 25 წლის იყო, ხოლო ნინა აგდალი 24-25 წლის იყო, როდესაც ის და ლეო ერთმანეთს 2016-17 წლებში ხვდებოდნენ. მას შემდეგ მსახიობმა კამილა მორონესთან დაიწყო ურთიერთობა და როდესაც მათი რომანი თითქოს ახალ საფეხურზე უნდა გადასულიყო ყველაფერი დასრულდა.