Tesla-ს ახალი Roadster: ავტომობილი, რომელსაც ფრენა შეუძლია
Tesla-მ ახალი Roadster წარადგინა. სპორტულ ავტომობილს ჰაერში მცირე მანძილზე გადაადგილება და სპეციალურ ტრასაზე თავდაყირა მოძრაობა შეუძლია.
რას, რას და იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, პრინცესა დიანას როლში თუ კრისტენ სტიუარტი მოგვევლინებოდა. Twilight saga-ს ვარსკვლავი ლედი დის პერსონაჟს პაბლო ლარანის ფილმში Spencer ასახიერებს, რომლის გადაღებებიც ამჟამად მიმდინარეობს. ინტერნეტში ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტო გავრცელდა, სადაც კრისტენ სტიუარტი პრინცესა დიანას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
ფილმი ლედი დის ცხოვრებიდან ერთი კონკრეტული უიქენდის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც უელსის პრინცესამ შობის დღესასწაული სამეფო ოჯახთან ერთად, სანდრინგჰემის მამულში გაატარა და პრინც ჩარლზთან ქორწინების დასრულება გადაწყვიტა. გადაღებები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გაიმართება, ხოლო ფილმის გამოსვლის თარიღად 2021 წლის ბოლო მოისაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს დიანას გარდაცვალების მომენტისთვის კრისტენ სტიუარტი მხოლოდ 7 წლის იყო, ახალგაზრდა მსახიობი თავის გმირთან ახლო კავშირს გრძნობს. სტიუარტმა როლის შესახებ Jimmy Kimmel Live-ში ისაუბრა.