დროა კოსმოპოლიტენით ხელში, ჩვენი საყვარელი ნარატორის, ქერი ბრედშოუს მოთხრობილი ნიუ-იორკული ამბებისთვის მოვემზადოთ. Sex and the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში ჩათრევას გვიპირებს. თუმცა, წინააღმდეგი არც არავინ ვიქნებით, არა?!
ახალი სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
მეორე სეზონი ოდნავ სევდიან ნოტაზე დასრულდა. ქერიმ მეგობრებისთვის გამოსამშვიდობებელი „ბოლო ვახშამი“ მოაწყო, რადგან პერსონაჟმა Upper East Side-ის ლეგენდარული ბინა დატოვა. თუმცა უფრო დიდი გულისტკივილი მისი ეიდენთან (ჯონ კორბეტი) დაშორება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის გზები წლების შემდეგ კვლავ გადაიკვეთა, ეიდენმა ურთიერთობისგან შესვენების აღება გადაწყვიტა, რადგან ვირჯინიაში მცხოვრები უმცროსი შვილისთვის მეტი დრო დაეთმო.
ქერი ისევ მარტოხელაა, თუმცა ერთგული მეგობრები კვლავ მის გვერდით არიან და მწერლობის კარიერაც წინ მიიწევს.
ახალი ტრეილერი მიგვანიშნებს, რომ ეიდენი ჯერ კიდევ ქერის ცხოვრებაშია — ნაწილობრივ მაინც. ის ჩნდება ქერის ახალ სახლში (რომელიც სხვა უბანში მდებარეობს და თაგვებითაა სავსე...) და ვირჯინიიდან საფოსტო ბარათებსაც აგზავნის.
Ph: Jason Howard/Bauer-Griffin/Getty Images
ქერის ახალი მეგობარი სიმაც რომანტიკულ თავგადასავალშია. ტრეილერში ჩანს, თუ როგორ ემზადება ის ყოველ დღე ახალ-ახალი პაემნისთვის. მირანდა ახლად გაცნობილ ქალთან ურთიერთობისა და გრძნობების გარკვევას ცდილობს, შარლოტი კი მოზარდების დრამებშია გახვეული.
შოუს შემქმნელის, მაიკლ პატრიკ კინგის თქმით, სეზონის საკვანძო სიტყვაა „ახალი“. ამიტომ ველით ახალ ურთიერთობებს, ახალ სახეებსა და ახალ ენერგიას. რამდენიმე ნაცნობი სახე ამ სეზონში აღარ გამოჩნდება. მაგალითად, სარა რამირესმა (ჩე დიაზი) ოფიციალურად დატოვა შოუ და კარენ პიტმანიც (ნაია უოლესი) გამოაკლდა მესამე სეზონს.
ტრეილერის მიხედვით, მესამე სეზონში ტემპერატურა იწევს — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. პირველი სერიის ნახვა 29 მაისს იქნება შესაძლებელი, ეპიზოდები ყოველკვირეულად გამოვა, ფინალი ki 14 აგვისტოსაა დაგეგმილი.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.