სწორი ნაწლავის კიბოს მქონე 12 პაციენტი სასწაულის მოწმე გახდა, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ექსპერიმენტულ პრეპარატზე ჩატარებული ცდების შემდეგ დადგინდა, რომ თითოეული პაციენტის კიბო, ქიმიოთერაპიის გარეშე, რემისიაში გადავიდა. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მსგავსი შემთხვევა კიბოს კვლევის ისტორიაში ჯერ არასდროს დაფიქსირებულა და შესაძლოა ეს შემთხვევა უპრეცედენტო მოვლენად იქცეს კიბოს პრეპარატების კვლევაში.
პრეპარატის, სახელწოდებით დოსტარლიმაბი (Dostarlimab), ადრეული შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. კვლევაში მონაწილე პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ პრეპარატს და თითოეულმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ მათი კიბო წარმატებით გადავიდა რემისიაში.
დოსტარლიმაბი ლაბორატორიულად წარმოებული მოლეკულებისგან შედგება, რომელიც ადამიანის სხეულში ანტისხეულების გამომუშავებას უზრუნველყოფს
12-ვე პაციენტს სწორი ნაწლავის კიბო ჰქონდა გენეტიკური მუტაციებით (MMRd). გამომდინარე იქიდან, რომ ამ სიმსივნის მქონე პაციენტები თითქმის არ რეაგირებენ ქიმიოთერაპიაზე, მისი მკურნალობა საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დოსტარლიმაბით მკურნალობის შემდეგ, 12-ვე ახლა სრულ რემისიაშია, ქირურგიული ჩარევის, ქიმიოთერაპიისა და გვერდითი ეფექტების გარეშე - და კიბოს კვალი მათ სხეულში აღარ მოიძებნება.
მართალია, 12 პაციენტის სასწაულებრივად გამოჯანმრთელების ისტორია შთამბეჭდავია, თუმცა კვლევა ამით არ სრულდება, მოსალოდნელია რომ შემდეგ ცდაში პაციენტთა რაოდენობა 30-მდე გაიზრდება და მხოლოდ კვლევის მეორე ეტაპზე მიღებული შედეგების შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დიდი აღმოჩენის წინაშე დგას კაცობრიობა და თანამედროვე მედიცინა.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.